დასკვნით ღონისძიებაზე ქართველი ლამაზმანის კონკურენტები იყვნენ ყაზახეთის, რუსეთის, ბელორუსიის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, მოლდოვასა და უკრაინის წარმომადგენლები.
პირველი ვიცე-მის 22 წლის აზერბაიჯანელი ლიამან აჰმედოვა დასახელდა.
კონკურსის ფორმატით თითოეული ქვეყნის წარმომადგენელმა საკუთარი ქვეყანა წარადგინა - გააცნეს ქვეყნის ნაციონალური კულტურა ხელოვნების ნებისმიერ დარგში. მოეწყო სპორტული შოუ, ინტელექტუალური კონკურსი და თემატური დეფილე.
კონკურსის ორგანიზატორები, არა მარტო სილამაზის პროპაგანდას ეწეოდნენ, არამედ ყურადღება სიმსივნესთან ბრძოლის მეთოდებითაც მიიქციეს: გაყიდული
მაია ამაშუკელი 23 წლის გოგონაა, თბილისიდან. ლამაზმანს სილამაზის სხვადასხვა კონკურსებში უკვე ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. "მის საქართველო 2015" - ის გამარჯვებული გახდა ნომინაციაში "მის მეგობრობა", ხოლო კონკურსში "ვორლდ Mისს Uნივერსითი 2015" ნომინაციაში "მის ფოტოგენურობა".
კონკურსის ოფიციალურ საიტზე, კითხვაზე, თუ როგორ გადაარჩენს სილამაზე სამყაროს, მაია პასუხობს: "ლამაზ სხეულში ლამაზი სულია. ლამაზი და კეთილი სული სიყვარულით ბრწყინავს. მე კი სიყვარულს მთელს სამყაროს ვჩუქნი".
ლეა ხიმშიაშვილი

