დიდ სიყვარულს ძალა აქვს და ის სასტიკია. იაფფასიანი სიყვარული სუსტია და ტანჯვის ატანა არ შეუძლია. ხანდახან ადამიანს ინტენსიური, დიდი სიყვარულის ატანა არ შეუძლია და ტირის. მაშინ ვიღაც ვერ უძლებს ამ ტანჯვის ყურებას, მიდის მასთან და მის დამშვიდებას იწყებს და ამშვიდებს არა ამ კონკრეტული პიროვნების გამო, არამედ საკუთარი საჭიროების გამო, რადგან თავად სჭირდება სიმშვიდე. ასეთი სიყვარული სუსტია. ის სხვის სულში იჭრება, ჩვენ კი სხვისი განცდების ატანის
დამხმარე, რომელსაც ნამდვილად სურს ვინმეს დახმარება, განცდის ატანა უნდა შეეძლოს და თავს უფლება არ მისცეს მასში ჩაიძიროს. თუ ის ტანჯვას იტანს, სხვას ძალას აძლევს, თანაც ისე, რომ არ ერევა.
ვისაც პრობლემა აქვს, მისი ტარება მხოლოდ მას შეუძლია. როცა სხვას მის ნაცვლად უნდა ამ ტანჯვის ტარება, მაშინ ის სუსტდება.
მაგალითად თუ სხვას რაიმე შეამჩნიეთ და გინდათ, ამის შესახებ უთხრათ, მაგრამ თავს იკავებთ, ეს თქვენ ძალად გიღირთ. ხოლო ძალა, რომელიც ამ თავშეკავებულებად გიჯდებათ, ძალას ჰმატებს მასაც.
თუ თავს ვერ იკავებთ და დაჟინებით გსურთ რაიმე უთხრათ, ამით სიმსუბუქეს გრძნობთ, რომ უთხარით ის, რისი თქმაც გსურდათ, მაგრამ სინამდვილეში ამით მას ართმევთ ძალას. მაშინაც კი, თუ სათქმელის თქმა სწორი არჩევანი იყო, მას ამის მიღება არ შეუძლია, რადგან ეს გარედან მოდის.
შესაბამისად, მსგავსი თავშეკავებულობა პატივისცემისა და დიდი სიყვარულის ნიშანია.
ლეა ხიმშიაშვილი