17 აგვისტო, 2016
11 წყვილი პროდუქტი, რომლებსაც ორგანიზმი ერთად უკეთესად ითავისებს
ზოგიერთი პროდუქტი ერთმანეთს იდეალურად ეთავსება და მათი ერთად მირთმევა გაცილებით სასარგებლოა:

1. კვერცხი + პომიდორი = ახალგაზრდა კანი
კვერცხს ყოველთვის დაუმატეთ პომიდორი და თუ შესაძლებელია, ხახვიც. ეს პროდუქტები ყველაზე კარგად E ვიტამინს ეთავსება, რასაც კვერცხი და მცენარეული ზეთი შეიცავს, რაშიც კვერცხს წვავთ.

2. კვერცხი + ისპანახი = წინამენსტრუალური სინდრომის შესამსუბუქებლად
კვლევებმა აჩვენა, რომ თუ ქალები საკმარისი რაოდენობის კალცს D ვიტამინთან ერთად მიირთმევენ, მენსტრუალური სიმპტომები 30-40%-ით მსუბუქად ჩაივლის.

3. ისპანახი + ავოკადო = შესანიშნავი მხედველობა
ისპანახი ლუტეინითა და A
ვიტამინითაა მდიდარი, ხოლო ავოკადო სავსეა ცხიმოვანი მჟავებით, რაც სხეულს ისპანახის სასარგებლო მინერალების გაჯერებისთვის სჭირდება.

4. ქათამი + სტაფილო = ძლიერი იმუნიტეტი
სტაფილო მსოფლიოში ყველაზე მეტი რაოდენობით A ვიტამინის შემცველი პროდუქტია, მაგრამ უკეთესად გათავისებისა და გადამუშავებისთვის, ორგანიზმს თუთია ესაჭიროება, რასაც ქათამი შეიცავს. თუთიის ნაკლებობა იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს.

5. ღორის ქონი + მწვანე ხახვი = გაციების პრობლემის აღმოფხვრა
ბევრმა იცის, რომ ღორის ქონი ხახვთან ერთად უკრაინული ტრადიციული კერძია, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ შესანიშნავი ანტიბიოტიკიცაა.

ღორის ქონი შეიცავს A, E და D ვიტამინებს და უჯერ ცხიმოვან მჟავებს. სასარგებლოა ტვინისთვის და ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს. ხოლო ხახვთან ერთად ღორის ქონი ინფექციასთან ბრძოლის საუკეთესო საკვებია.

6. ძროხის ხორცი + წითელი ღვინო = სიბერის შეფერხება
ხორცი და წითელი ღვინო ერთად შესანიშნავია. ღვინოში შემცველი პოლიფენოლები თქვენთვის საზიანო ქოლესტერინში თავსდება და ნაწლავიდან იწოვს ყველაზე განსხვავებულ ტოქსინებს, რაც სისხლძარღვებს აბინძურებს.

7. ღვიძლი + ვაშლი = ენერგია მთელი დღის განმავლობაში
ვაშლი რკინის შემცველია და მას კუჭი ყველაზე კარგად K ვიტამინთან ერთად მოხვედრისას ითავისებს. K ვიტამინით კი სავსეა ღვიძლი.

თუ მათ ერთად რეგულარულად მიირთმევთ ანემია და ქრონიკული დაღლილობა არ შეგაწუხებთ, რადგან სწორედ კრინის ნაკლებობა აფერხებს ნივთიერებათა ცვლას.

8. წითელი თევზი + თეთრი ღვინო = ნათელი გონება
ღვინის პოლიფენოლები შესანიშნავად ერწყმის ომეგა 3-ს, რითიც მდიდარია ორაგული და სხვა ცხიმიანი, წითელი თევზი. დაგეხმარებათ სწრაფად აზროვნებაში და ამასთან ნაკლებად გაღიზიანებული იქნებით.

9. შვრია + ვაშლი = ჯანმრთელი გული და სისხლძარღვები
შვრიის გამაჯანსაღებელი ფუნქცია გაცილებით ძლიერია, თუ ვაშლთან ერთად მიირთმევთ. ებრძვის ანთებით პროცესებსაც.

10. პური + ყველი = მყარი ნერვები
ორგანიზმში რაც უფრო ნაკლებია ცილა, მით უფრო უარესად ითავისებს კალცს.
ყველიანი პურის ბუტერბროდი, ორივეს შემცველია. უკეთესია შავი პურის ნაჭერი გამოიყენოთ.

11. მწვანე ჩაი + ლიმონი = სიმსივნის პროფილაქტიკისთვის
დიდიხანი არ არის, რაც იაპონელმა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებიც დღეში არანაკლებ 2 ჭიქა ჩაის სვამენ, ნაკლები შანსი აქვთ სიმსივნით ან ინსულტით გარდაცვალებისა.

მსგავს სამკურნალო თვისებას, მწვანე ჩაის კატეხინები ანიჭებს, სიმსივნურ უჯრედებთან მებრძოლი სასარგებლო ნივთიერება, რომელიც ლიმონის დამატების შემთხვევაში 80%-ით იზრდება.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS