17 აგვისტო, 2016
10 ფრაზა, რომლებსაც ინტელიგენტი ადამიანები საკუთარ თავს ყოველდღე ეუბნებიან
იყო ინტელექტუალი, რენესანსის ეპოქის მხატვართა შემოქმედების ცოდნას არ ნიშნავს. ინტელიგენტი ადამიანები ჭკვიანები არიან, ცოდნისკენ ისწრაფვიან, აფასებენ საკუთარ თავსა და სხვებს. იციან, რომ ნებისმიერ წარმატებას მოქმედება სჭირდება და რომ ნებისმიერი ქმედება ფიქრის შედეგია. სწორედ ამიტომ ის, თუ რას ეუბნებით საკუთარ თავს ძალიან მნიშვნელოვანია.
გთავაზობთ ფრაზებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის:

1. "ამის საკუთარ თავზე აღება არავის უნდა, ე.ი. მე ავიღებ"

2. "ჰმ, ეს არც ისეთი საშინელება იყო"

3. "დღეს ყველაფერს არ გავაკეთებ, მაგრამ დავიწყებ მაინც"

4. "ნაკლები საუბარი, მეტი საქმე"

5. "სხვა ხალხის აზრი არ უნდა მაღელვებდეს"

6. "მე თქვენ გიჩვენებთ.."

7. "შესაძლოა, ჩემი შექმნილი სრულყოფილი არ არის, მაგრამ მე მაკმაყოფილებს"

8. "შემდეგში ამას თავს უკეთ გავართმევ"

9. "გულწრფელი მადლიერების გამოხატვის არ მრცხვენია"

10. "რაც მეტს ვცდილობ, უფრო მეტად მიმართლებს".

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS