16 აგვისტო, 2016
იდეალური ცოლი არავის სჭირდება - ფსიქოლოგების მოსაზრება
ყველა გოგონა ოცნებობს იყოს იდეალური, რადგან მიიჩნევა, რომ იდეალური ცოლის მიტოვება შეუძლებელია. ის ლამაზია, სახლში მუდამ სისუფთავე სუფევს, ბავშვები მოვლილი და კარგად აღზრდილები არიან. თუმცა ქალები ცდებიან. მამაკაცს სრულყოფილება ძალიან ღლის.

ქალებს სურთ, რომ ქმარს მასზე ეუბნებოდნენ: "როგორ გაგიმართლა, რომ გვერდით ასეთი ცოლი გყავს", სწორედ ამიტომ "კარგი ცოლობა" ყველა ქალის მიზანი ხდება.

სინამდვილეში ცოლებისა და ქმრების დამოკიდებულება ხშირად არ ემთხვევა. არსებობს ქმრების სხვადასხვა კატეგორია, რომელთა გემოვნება ინდივიდუალურია და "იდეალური ცოლის" სტატუსს ოჯახში ბედნიერება არ მოაქვს.

ქორწინებას სიცხადე სჭირდბა

როცა არ იცი, სინამდვილეში რა უდევს გულში მეუღლეს, აქ გაუკვევლობის პრობლემას ვაწყდებით. ასეთ შემთხვევში, მეუღლეები იშვიათდ ნახულობენ შეხების წერტილებს, რაც ქორწინებაში ჰარმონიული ურთიერთობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

გაურკვევლობა სიყვარულსაც გადაედება

თუ არ იცით როგორ უნდა გამოხატოთ მეუღლის მიმართ ნაზი გრძნობები, მის მოთხოვნილებას სიყვარულში ვერ დააკმაყოფილებთ. და სტერეოტიპული შეხედულება ოჯახში იდეალურ ურთიერთობაზე, არანაირად არ აისახება სიყვარულის გამოხატულებაზე ისე, როგორც ეს თქვენს მეუღლეს სურს.

მამაკაცს შესაძლოა არც აინტერესებდეს რამდენად კარგი მზარეული ხართ, მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი სურვილია, რომ მის ინტერესებს იზიარებდეთ.

მარტოობის შიში

ხანდახან ქალს მარტო დარჩენის შიში იპყრობს, არ სურს მიტოვებულის სტატუსი ჰქონდეს. მაშინ ირჩევს სტრატეგიას, რომლის მიხედვითაც ქმარს ყველაფერში ეთანხმება და მის ნებისმიერ ახირებას ასრულებს.

ამ შემთხვევაში ქალი საკუთარ თავს ივიწყებს, მთელ ყურადღებას ქმარს უთმობს.

ქმარს კი არ სჭირდება მონა, რომელიც ყველაფერს შეუსრულებს. მას ქალი, ცოლი სჭირდება, რომელიც არ კარგავს ინდივიდუალობას, უნიკალურობას და ისეთივე განუმეორებელი, დაუვიწყარი რჩება, როგორიც ოდესღაც გაიცნო.

საჭიროა თუ არა იყოთ იდეალური?

ადამიანებს იდეალზე საკუთარი დამოკიდებულებები აქვთ. მტკიცე ქორწინების ასაგებად, აუცილებელია ერთად განიხილოთ და ორივე თქვენგანის სურვილები და მოთხოვნილებები გაითვალისწინოთ. მნიშნელოვანი არ არის მიიღებს თუ არა საზოგადოება მსგავს დამოკიდებულებას, მთავარია თქვენ, ორივემ მიიღოთ და სათანადოდ დააფასოთ.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS