16 აგვისტო, 2016
გსურთ ღირსეული მამაკაცი?! - ეს 7 ფრაზა დაიმახსოვრეთ
როგორ მამაკაცს ისურვებდით გვერდით? ქალების უმრავლესობა შემდეგ მახასიათებლებს დაასახელებს: საინტერესო მოსაუბრე, მოსიყვარულე, მზრუნველი, ვნებიანი... თუმცა თუ რაიმეს მიღება გსურთ, რაღაც აუცილებლად უნდა გასცეთ.
მაგრამ საკითხავია, რა სურთ კაცებს? რა სურს მას სინამდვილეში თქვენგან?

"ქალებს ყურებით უყვართ" - თუ ამ გამოთქმას თქვენი პარტნიორისთვის გამოიყენებთ, მოგებული დარჩებით. მამაკაცის განწყობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ესმით მათ საყვარელი ქალისგან.

თქვენი სიტყვები მამაკაცს ღმერთად აქცევს ან ტკივილის მიაყენებს და თქვენი ურთიერთობაც ამაზე იქნება დამოკიდებული
გთავაზობთ რამდენიმე ყველაზე გავრცელებულ ფრაზას, რომლებიც
მამაკაცს მელოდიურად ჩაესმის:

1. თავს როგორ გრძნობ?
მას თქვენი მზრუნველობა სჭირდება, ეს მას თქვენი ურთიერთობის სიღრმისა და სიმტკიცის შეგრძნება ჰმატებს.

2. შენთან თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ
მამაკაცს სურს, რომ მის გვერდით თავი კომფორტულად, მყუდროდ და დაცულად გრძნობდეთ.

3. მე შენ მხარს გიჭერ
და როცა მისი გჯერათ, მხარს უჭერთ და ამაყობთ, ის კიდევ უფრო ძლიერი ხდება.

4. წამოდი, სადმე გავიდეთ
გამოფხიზლება, სხვა რაიმეზე გადართვა, თამაში, დადებითი ემოციებით დატვირთვა ჰაერივით სჭირდება.

5. მე შენ მინდიხარ
თქვენს პარტნიორს, სურს იცოდეს, რომ თქვენთვის ჯერ კიდევ სასურველია, ხიბლავთ და ერთი სული გაქვთ როდის აღმოჩნდებით მასთან ერთად საწოლში.

6. მადლობა!
რომ აფასებდნენ იმისთვის, რასაც აკეთებენ.

7. მე შენ მიყვარხარ
მთელი თავისი არსებით გრძნობს, რომ თქვენი სიყვარული განუმერებელი და ენითაუწერელია.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS