15 აგვისტო, 2016
მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რამდენხანს გრძელდება ქალის სიყვარული და რატომ ინგრევა ოჯახები
5 წლიანი ქორწინების შემდეგ ქალების 80% პარტნიორის შეცვლაზე იწყებს ფიქრს. ქალის სიყვარული პარტნიორის ურთიერთობაზეა დამოკიდებული და საშუალოდ 5 წელს არსებობს. სუსტი სქესის მხოლოდ ერთ მეხუთედს სურს ქორწინების შენარჩუნება.

ამის შესახებ ბელგიელი მეცნიერები საუბრობენ.

თითქმის 200 გამოკითხული ქალიდან, რომელბიც ხანგრძლივ ქორწინებაში არიან, გამოტყდნენ, რომ ყველაზე ბედნიერი პირველი 5 წელი იყო.

ამ პერიოდში ქმართან უთანხმოება და კამათი არ მოსდით. შემდეგ კი, არც თუ ისე იშვიათად ოჯახები ინგრევა და როგორც კვლევამ აჩვენა, ეს სიყვარულის განელებამ გამოიწვია.

კვლევის მონაწილეების
უმრავლესობის თქმით, 5 წლის შემდეგ მეუღლეებმა მათ მიმართ ინტერესი დაკარგეს. აღარ გამოხატავდნენ ყურადღებასა და არ იჩენდნენ მზრუნველობას, ამან ცოლის გრძნობები გააცივა, საბოლოოდ კი გაანელა.

ქალბატონები გამოტყდნენ, რომ განქორწინების მიზეზი, სწორედ ქმრის გულგრილობაა, რომელიც ჯერ წყენაში გადაიზრდება, შემდეგ სკანდალში, გრძნობების განელებასა და ოჯახის დანგრევაში.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS