15 აგვისტო, 2016
ყავის 14 გასაოცარი თვისება
ბოლო წლებია ყავის რეპუტაცია საგრძნობლად შეილახა, თუმცა სინამდვილეში წამალია, მსუბუქი სტიმულატორი და ანტიდეპრესანტიც კი.

1. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ალკოჰოლის მოყვარულები, რომლებიც ხშირად მიირთმევენ ყავას, ღვიძლის ციროზით დაავადების ნაკლები შანსი აქვთ. დაავადებისგან თავის დასაცავად, რა თქმა უნდა, დალევის შეწყვეტაა საჭირო, თუმცა ვერც მეცნიერებას შეეწინააღმდეგებით.

2. კოფეინი კანის კიბოს რისკს ამცირებს.

3. დილის ყავის მირთმევისას გაიღიმეთ. მეცნიერების თქმით დღეში ერთი-ორი ჭიქა ყავა განწყობას ამაღლებს.

4. საჭირო ანტიოქსიდანტებს, რომლებზეც ყველა დიეტოლოგი საუბრობს, სწორედ ყავა შეიცავს, თანაც დიდი რაოდენობით.

5. კვლევამ , რომელიც 30
წლის მანძილზე ტარდეოდა, დაამტკიცა, რომ ვისაც არ უყვარს ყავა, პარკინსონის დაავადების საშიშროება ელის მეტად, ვიდრე ყავის მოყვარულებს.

6. ყავა მეორე ტიპის დიაბეტით დაავადების რისკსაც ამცირებს. თავად დიაბეტიანებს კი ყავის გარდა სხვა სასმელებით სისხლში შაქრის დონის კონტროლი უჭირთ.

7. სპორტდარბაზში დატვირთული ვარჯიშის შემდეგ მიირთვით ფინჯანი ყავა და კუნთების ტკივილი შეგიმსუბუქდებათ.

8. ყავა აუმჯობესებს მეხსიერებას.


9. დღეში სულ რაღაც 3 ფინჯანი ყავა და 60 წელს მიღწეულ ქალებს ნაკლებად შეაწუხებთ მეხსიერების დაკარგვა და კოგნიტური ფუნქციის გაუარესება.

10. კოფეინი არ იწვევს ჰიპერტონიას.

11. ყავის მარცვალში შემცველი მცირე ოდენობით ალკალოიდები საბედნიეროდ ადამიანის ჯანმრთელობას ზიანს არ აყენებს.

12. ყავა სასარგებლოა ბავშვებისთვის. 1999 წელს ოფიციალურად გამართლდა კოფეინის ინექცია, რასაც ახალშობილებს სუნთქვის სტიმულირებისთვის უწერდნენ.

13. ყავის დახმარებით შესაძლოა სტომატოლოგთან ვიზიტსაც აარიდოთ თავი.
მთავარია ყავას არ დაუმატოთ რძე და შაქარი. მოხალულ ყავის მარცვალს ანტიბაქტერიული თვისებები აქვს, რასაც კარიერის გამომწვევი ბაქტერიის განადგურება შეუძლია.

14. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ყავას შეიძლება "შავი ოქრო" უწოდოთ. გასაკვირი არ არის, რომ ყავა ეკონომიკური მნიშვნელობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა, რა თქმა უნდა, ბენზინის შემდეგ.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS