12 აგვისტო, 2016
9 რამ, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ, ვიდრე ტუჩების დაბერვას გადაწყვეტთ
ტუჩის დაბერვა დღესდღეობით ძალიან აქტუალურია და ამ ხერხს ასაკოვანი ქალების გარდა, ახალგაზრდა გოგონებიც მიმართავენ. გიამბობთ იმ რისკებსა და რეალობაზე, რაც ნემსთან შეხვედრამდე უნდა იცოდეთ.

იპოვეთ კარგი სპეციალისტი

სპეციალისტის შერჩევას დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ. თუ კაბინეტში სერთიფიკატებისა და დიპლომების ასლებს ვერ შენიშნავთ, ნუ მოგერიდებათ, ექიმს სთხოვოთ, რომ გაჩვენოთ ისინი. გარდა ამისა, სპეციალისტთან სანდომიანი დამოკიდებულება უნდა გქონდეთ.

მოახდინეთ საკუთარი მოლოდინის ფორმულირება

ექიმთან დეტალურად განიხილეთ, თუ რა გსურთ კონკრეტულად. კარგი სპეციალისტი თქვენი სახის პროპორციებს შეაფასებს და თქვენი ინდივიდუალური
პარამეტრების მიხედვით შეგირჩევთ ტუჩს, რადგან ინექციის შემდგომ ხომ ბუნებრივად უნდა გამოიყურებოდეთ.

დარწმუნდით, რომ უკუჩვენებები არ გაქვთ

აქ იგულისხმება ქრონიკული დაავადებები, ანთებითი პროცესები კანზე, დიაბეტი, ალერგია სხვადასხვა წამლებზე, მაგ. ლიდოკაინზე, სისხლის შედედების პრობლემები. გაკეთბა ასევე დაუშვებელია ფეხმძიმობისას, ძუძუთი კვების დროს და 18-წლამდე. გარდა ამისა, ინექცია არ არის რეკომენდებული, თუ ჰერპესი ბოლოს 6 თვით ადრე გქონდათ.

პროცედურას ნუ დაგეგმავთ ციკლის პირველ დღეებში

კრიტიკული დღეების დროს მგრძნობელობა მომატებულია. ამიტომ როგორც პროცედურა, ისე შემდგომი პერიოდი ძალიან მტკივნეულად ჩაივლის.

პროცედურის შემდეგ გეტკინებათ, ტუჩები შეგისივდებათ

აღდგენითი პერიოდი, როგორც წესი, მთელი დღე გრძელდება. მაგრამ ცოტაოდენი დისკომფორტი და მტკივნეული შეგრძნებები შესაძლოა მთელ კვირას გაგრძელდეს.

აღდგენის დროს "ასპირინისა" და "იბუმპოფენის" მიღება არ შეიძლება

ეს ანთებითი პროცესების საწინააღმდეგო პრეპარატები, ჰემატომას წარმოქმნის შანსს ზრდის.

ტუჩების მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება

ტუჩებში შეყვანილი სპეციალური პრეპარატი, ასტიმულირებს ახალი კოლაგენების წარმოქმნას. ტუჩები ბევრად ტენიანი ხდება.

შედეგი ერთ წელზე ნაკლებ დროს გრძელდება

შედეგი საშუალოდ სამი თვიდან წლამდე შეგინარჩუნდებათ, ეს უკვე ორგანიზმის ინდივიდუალობაზეა დამოკიდებული.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS