იელის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ წიგნი ხანგრძლივ სიცოცხლეს საგრძნობლად უწყობს ხელს. ისინი, ვინც ბევრს კითხულობენ, ცოცხლობენ მეტს, ვიდრე ისინი, ვინც ამ საქმეს "სისულელედ" მიიჩნევს.
ამ ორ კატეგორიას შორის სიცოცხლის ხანგრძლივობის სხვაობა საკმაოდ შთამბეჭდავი - 2 წელია.
ადამიანები, რომლებიც კვირაში სულ ცოტა 3 საათს კითხვას უთმობენ, ნაადრევი სიკვდილის 17 %-ით ნაკლები შანსი აქვთ. შედეგი 12 წლიანი დაკვირვების შედეგად მიიღეს.
რაც შეეხება კონკრეტულად
მეცნიერები მოცემული შედეგის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ:
- რაც უფრო მეტს კითხულობთ, შემოსავალიც მეტი გაქვთ. ე.ი. მოხუცებულობისას უფრო კარგი სამედიცინო მომსახურება გექნებათ.
- რაც მეტს კითხულობთ, მით უფრო აზრიანი ხდებით. ადამიანები, რომლებიც კითხულობენ, გაცილებით მარტივად ანებებენ თავს მავნე ჩვევებს.
- წიგნები თვითშეფასებას ამაღლებენ, რაც ფსიქიური ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
- ადამიანები, რომლებიც კითხვას აღმერთებენ, დეპრესია იშვიათად სტანჯავთ.
- რაც უფრო მეტს კითხულობთ, მეტი შანსი გაქვთ მტკიცე და ბედნიერი ოჯახი შექმნათ.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ სიცოცხლისათვის სასარგებლო, გაზეთებისა და ჟურნალების კითხვაცაა. ამიტომ აირჩიეთ წიგნები და მიიღეთ მეტი სარგებელი.
ლეა ხიმშიაშვილი