12 აგვისტო, 2016
4 ხაზი, რომლებსაც თქვენს მაჯაზე ხედავთ, თქვენს ბედისწერაზე ბევრს ამბობს
მომავლის წინაწსარმეტყველება ზუსტად არავის შეუძლია, თუმცა თუ კონკრეტული ნიშნების შესახებ გეცოდინებათ, რაც მოცემულ სტატიაშია განხილული, ეს გარკვეულ ინფორმაციას მოგაწვდით მომავალ ცხოვრებაზე.

დაიხედეთ მაჯაზე და შენიშნავთ ჰორიზონტალურ ნაოჭებს. თითოეული ხაზი თქვენი ცხოვრების დაახლოებით 30 წელს აღნიშნავს. ადამიანების უმრავლესობას 2 ან 3 ხაზი აქვს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც 4 ხაზს ატარებენ და ისინი 100 წლამდე ცოცხლობენ.

N 1: ჯანმრთელობის ხაზი

Rating
პირველი ხაზი - ყველაზე მნიშვნელოვანია და ის თქვენს ცხოვრებაზე სრულ ინფრომაციას გეტყვით. თუ ეს ხაზი ღრმა და
სწორია, ძალიან კარგის ნიშანია, ხანგრძლივ და ჯანმრთელ ცხოვრებაზე მიანიშნებს.
თუ ხაზი ფერმკრთალია და წყდება, იმაზე მიგანიშნებთ, რომ აუცილებლად უნდა შეცვალოთ ცხოვრების წესი.
თუ ხაზი ორჯერ მეტ ადგილას წყდება, ეს შესაძლოა ქალის ან მამაკაცის ნაყოფიერების პრობლემაზე მიანიშნებდეს.

N 2: წარმატების ხაზი

Rating
მაჯაზე მეორე ხაზი, სიღრმითა და ფორმით ხშირად ჰგავს პირველ ხაზს. ის სიმდიდრესა და მატერიალურ ცხოვრებას ასახავს. ღრმა და სწორი ხაზი ფინანსურ წარმატებას ნიშნავს. თუ თქვენი პირველი ხაზი გაწყვეტილია, მაგრამ დანარჩენი ხაზები სწორი და გამოკვეთილია, მაშინ უკეთესი მომავლისთვის, პრობლემებს ადრეულ ასაკშივე გადალახავთ.
მეორე ხაზის წყვეტა ფინანსურ კრახს აღნიშნავს და ვიდრე მდგომარეობა არ დასტაბილურდება, ხაზის ფორმა არ შეიცვლება.

N 3: ზეგავლენის ხაზი

Rating
მესამე ხაზი, რომელიც ყველას არ აქვს, სოციალურ კეთილდღეობაზეა პასუხისმგებელი.
თუ ეს ხაზი სწორი და მკვეთრია, ხანგრძლივი ცხოვრება გელით. ასევე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი და გავლენიანი პიროვნება გახდებით.

N 4: ძალის ხაზი

Rating
თუ იმ იშვიათ ადამიანს შორის ხართ, ვინც მეოთხე ხაზის მატარებელია, შეგიძლიათ ძალიან ხანგრძლივი ცხოვრებით ისიამოვნოთ, შესაძლოა, შემდეგ საუკუნემდეც იცოცხლოთ და ძალიან დიდი შთამომავლობა გყავდეთ.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
27-08-2016-ის მერე პასუხს ელოდება კაციიიიიიიი
თემოო მარცხენა ხელით როგორც ხატიაააა
14:19 / 05-01-2017
გამოხმაურება / 0 /
თEმო
რომელი ხელით უნდა შევადაროთ
09:58 / 27-08-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS