10 აგვისტო, 2016
რატომ უნდა იმუშაონ 40 წელს გადაცილებულმა ადამიანებმა, კვირაში მხოლოდ 3 დღე
ახალი კვლევების მონაცემებით 40 წელს გადაცილებულმა ხალხმა კვირაში არაუმეტეს 25 საათი უნდა იმუშაონ, რათა მაქსიმალური პროდუქტიულობა შეინარჩუნონ.

სამდღიანი სამუშაო კვირა, მეცნიერების თქმით სტრესს ამცირებს, ზრდის ყურადღებისუნარიანობას და აუმჯობესებს მეხსიერებას.

თუ ამაზე მეტს მუშაობთ, საკუთარ ჯანმრთელობას გამოუსწორებელ ზიანს აყენებთ.

კვლევა მელბურნის უნივერსიტეტმა ჩაატარა, რომელშიც 3000-ზე მეტი მამაკაცი და 3500-ზე მეტი ქალი იღებდა მონაწილეობას, 40-დან 69 წლამდე.

მკვლევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ 25-30 საათამდე მუშაობა კვირაში, საშუალო ასაკის და მეტი, მამაკაცის კოგნიტურ შესაძლებლობებზე დადებითად მოქმედებს, ქალებისთვის ანალოგიური ციფრი
კი 22-27 საათს შეადგენს.

შეხედულება, რომ მომატებული სამუშაო დატვირთვა ადამიანს საღი გონების ღრმა სიბერემდე შენარჩუნებაში ეხმარება, მცდარია.

თუმცა, უმუშევრებმა საშუალოდ 15%-ით დაბალი შედეგი აჩვენეს, ვიდრე მათ, ვინც კვირაში 25 საათს მუშაობდა. აქედან გამომდინარე ტვინისთვის რაიმე სახის დატვირთვა მაინც საჭიროა - თუ 40 წლის შემდეგ გამჭრიახი გონებისა და სწრაფი რეაქციის შენარჩუნება გსურთ.

დღემდე გამოცანად რჩება ის, თუ კვირაში 30 საათზე მეტ ხანს მუშაობა რატომ არის ტვინისთვის საზიანო, ხოლო ნაკლები სასარგებლო.

პროფესორი კოლინ მაკკენზი, რომელიც კვლევაში იღებდა მონაწილეობას, ამბობს:

"სრული დატვირთა (კვირაში 40 საათი) - მაინც უკეთესი გამოსავალია კოგნიტური ფუნქციის შესანარჩუნებლად, ვიდრე სამუშაოზე, როგორიც არ უნდა იყოს ის, უარის თქმა. მაგრამ მუშაობის დადებითი ეფექტი ამ შემთხვევაში არ იზრდება".

ამასთან, შედეგი დამოკიდებულია წლის განმავლობაში დასვენების დღეებსა და სამუშაოს ტიპზე.

ნებისმიერ შემთხვევაში, კვირაში ოთხჯერ დასვენება საკმაოდ საინტერესოდ ჟღერს, რათა ამ თემას მეტი ყურადღება დაუთმოთ.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS