10 აგვისტო, 2016
10 მომწამვლელი და მომაკვდინებელი პროდუქტი, რომლებსაც ყოველდღიურად მიირთმევთ
მავნე პროდუქტების თემა, რომლებიც ორგანიზმს დიდ ზიანს აყენებს, დღესდღეობით ძალიან აქტუალურია. მეცნიერები მომწამვლელ პროდუქტებზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდნენ. ჩამონათვალში მოხვდნენ შემდეგი პროდუქტები:

1. შებოლილი ძეხვი
უმი ძეხვი უკვე დიდი ხანია მავნე პროდუქტად ითვლება და ჯანსაღი კვებისგან ძალიან შორს დგას. რაც შეეხება შებოლილ ძეხვს, კიდევ ერთი მინუსი ის არის, რომ ნატურალურად შებოლილს უკვე ვერსად ნახავთ და სპეციალური ნივთიერებებითაა გაჯერებული. გარდა ამისა, გენმოდიფიცირებული სოიით ამზადებენ.

2. მიწის თხილი
სულ ტყუილად ფიქრობთ, რომ ეს მცენარეული და სასარგებლო პროდუქტია, რადგან ის არ
ინახება და მომწამლავი პროდუქტია. მაგალითისთვის - მწერები მიწის თხილს არ ჭამენ.

3. წითელი ხიზილალა
ახლად დამზადებული და მცირე დოზით წითელი ხიზილალა სასარგებლოცაა, მაგრამ ძალიან ცოტახანს ინახება. გამოსავალი შეიძლება იყოს, მისი დამარილება ან გაყინვა. თუ მწარმოებელი გულახდილად გაგიმხელთ, რომ ხიზილალა დამარილებული და გაყინულია, სანერვიულო აღარაფერია - გემრიელი არ იქნება, თუმცა, არც სასიკვდილოდ მავნე.

4. ტკბილეული
ბარბარისი ან მსგავსი კანფეტები საბჭოთა კავშირის დროს, სუფთა პროდუქტად ითვლებოდა, თუმცა დღეს არც ერთი მწარმოებელი არ ამზადებს მათ ძლიერი ქიმიური დანამატების გარეშე.

5. "შპროტი"
ლატვიურ "შპროტს" ლატვიაში არავინ მიირთმევს. მწარმოებლები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ პროდუქტი კონცეროგენულ ნივთიერებას, ბენზპირენს შეიცავს, რომელიც ორგანიზმში ილექება და სავალალო მდგომარეობამდე მიჰყავს.

6. რძის პროდუქრები, ხანგრძლივი ვადით
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ თუ რძე 2 კვირამდე ინახება, ეს შედარებით დასაშვებია, მაგრამ თუ უფრო მეტ ხანს, მაშინ შეფუთვა ანტიბიოტიკებითაა გაჯერებული. დასკვნები თავად გააკეთეთ.

7. საზამთრო
ადრე საზამთრო აგვსიტოში ჩნდებოდა, ახლა კი წლის ნებისმიერ დროს იპოვით. შესაბამისად საშიში და მომწამლავი ქიმიკატებითაა გაჯერებული.

8. ქათამი
დღეს ბაზარზე უმეტესად ბოილერის ქათამია წარმოდგენილი, რომელიც ზრდის ჰორმონის გარეშე არ იზრდება. წიწილებს ძალიან დიდი რაოდენობით ქალურ ჰორმონს უკეთებენ, სწორედ ამიტომაა ამ ქათმის ხორცი საშიში - განსაკუთრებით მამაკაცებისთვის.

9. მდნარი ყველი
ექიმების თქმით ამ უცნაურ პროდუქტს კუჭი საერთოდ ვერ ითვისებს.

10. ტკბილი გაზიანი სასმელები
ტკბილი გაზიანი სასმელები - შაქრის, ქიმიისა და გაზის ნაზავია. მომაკვდინებელი სასმელი უსწრაფესად ვრცელდება ორგანიზმში და წამლავს.

ასევე, არა ნაკლებ საზიანოა წვენები სპეციალურ შეფუთვებში და ნატურალურს მათ, მხოლოდ მწარმოებლები უწოდებენ. სინამდვილეში ნამდვილი ქიმიაა.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
ქეთი
რა შეიძლება ვჭამოთ!
01:08 / 26-03-2018
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
რა ვჭამოთ რა არ არის მომწამვლელი იქნებ გვასწავლოთ
01:07 / 26-03-2018
გამოხმაურება / 0 /
ქეთო
იქნებ გვითხრათ რომელი პროდუქტი მივირთვათ
01:03 / 26-03-2018
გამოხმაურება / 0 /
თემური ხუციშვილი
რძე შეიცავს ისეთ ნივთიერებას,რომლის მონელება მხოლოდ 3–წლამდის ბავშვს შეუძლია;3–წლის ზემოდ ადამიანი რძეს ვერ ინელებს,ის ფერმეტი არ გამოიყოფა,რაც მონელებისათვისაა საჭირო
10:42 / 16-08-2017
გამოხმაურება / 1 /
ნინი
მართალია
11:19 / 26-03-2018
ჯენი
რომ გვაფრხილებთ კარგია,მაგრამ არ არის დრო, შესაბამისი სამსახურები გაჩნდეს და გადამოწმდეს აქ წარმოებული პროდუქტი ,ასევე შემოტანილი საქონელი,სანამ ჩვენი მოდგმა არ გადაშენებულა,სიკვდილიანობა უსწრებს შობადობას,ეს ცუდია რა თქმა უნდა.
13:42 / 08-02-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS