"ქალი ახალგაზრდაა მანამ, ვიდრე ის უყვართ" - გუსტავ ფლობერი
"ჰკითხეთ თავს: რამდენი წლის იქნებოდით, რომ არ იცოდეთ რამდენი წლის ხართ" - უეინ დაიერი
"30 წელი... იყო დრო, როცა მეგონა რომ 20 წლამდე ვერ ვიცოცხლებდი, ისე მინდოდა მალე გავზრდილიყავი... მაგრამ შემდეგ" - ერიხ მარია რემარკი
"თუ ჯერ კიდევ შეგიძლიათ აღფღთოვანება, ე.ი. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხართ" - სარა ჩერჩილი
"ერთადერთი, რაც ქალს არასდროს ავიწყდება - ეს მისი დაბადების წელია,
"ასაკი - ეს მხოლოდ ციფრებია და არა ტვინის მდგომარეობა ან რაიმე კონკრეტული ქმედების მიზეზი" - სესილია ახერნი
"არ შეიძლება იმ ქალის ნდობა, რომელიც ასაკს არ მალავს. ასეთ ქალს არ მოერიდება თქვას ყველაფერი, რაც მოესურვება" - ოსკარ უაილდი
"რაც უფრო მეტი ხნისაა ადამიანი, მით მეტია მის ცხოვრებაში ისეთი რამ, რასაც უკვე ვერ შეცვლი" - ჰარუკი მურაკამი
"ქალი 7 წლით ახალგაზრდაა, ვიდრე მისი მეგობრები ამტკიცებენ და 5 წლით უფროსი, ვიდრე მამაკაცები ამბობენ" - ჯინა ლოლობრიჯიტა
"სიკეთე და ჭკუა - სიბერის შესაძლებლობაა. 20 წლის ასაკში ქალისთვის უფრო საინტერესოა დაუნდობელი და მოკლე ჭკუის იყოს " - რეი ბრედბერი
"20 წლის ასაკში სახე ბუნებისგან გაქვთ ბოძებული, 30 წლისას - ცხოვრება გაძლევთ, მაგრამ 50 წლის ასაკში თავად უნდა დაიმსახუროთ ის... არაფერი აბერებს ისე, როგორც ახალგაზრდობისკენ სწრაფვა. 50 წლის შემდეგ ახალგაზრდა აღარავინაა. მაგრამ ვიცნობ 50 წლის ქალებს, რომლებიც უფრო მიმზიდველად გამოიყურებიან, ვიდრე ახალგაზრდა, მოუვლელი ქალების სამი მეოთხედი" - კოკო შანელი
"ადამიანის პასპორტი - ეს მისი უბედურებაა ან ის მუდამ 18 წლის უნდა იყოს, პასპორტი კი მხოლოდ შეგახსენებს, რომ შეგიძლია ისე იცხოვრო, როგორც 18 წლისამ" - ფაინა რანევსკაია
"საქმე ასაკში არ არის, არამედ ურთიერთობის კულტურასა და ინტელექტუალური განვითარების დონეზე" - უინსტონ ჩერჩილი
"25 წლის ასაკში ნებისმიერს შეუძლია გენიოსი იყოს. 50 წლისამ კი ამისთვის უკვე რაიმე უნდა გააკეთო" - ჩარლზ ბუკოვსი
"ქალის სილამაზე წლებთან ერთად იზრდება" - ოდრი ჰეპბერნი
"ნებისმიერ ასაკში, გაცილებით საინტერესოა დრო გაატაროთ მასთან, ვინც თქვენზე უფროსი ან უმცროსია, მაგრამ არა თანატოლთან" - ჯუდი ფოსტერი
"ასაკი - ის არ არის, თუ რამდენი წლის ხარ, არამედ როგორ გრძნობ შენ წლებს" - გაბრიელ გარსია
"სექსუალური და ლამაზი შეიძლება ნებისმიერ ასაკში იყო. და პირიქით, თავს არარაობად, შებოჭილად გრძნობდე და საკუთარ კომპლექსებში იმალებოდე, გაფურჩქვნის, 18 წლის ასაკში. საქმე სწორედ თვითდამოკიდებულებასა და შინაგან ჰარმონიაშია" - კიმ კეტროლი
"ვინც საკუთარი ასაკის შესაბამისად არ იქცევა, ამისთვის ყოველთვის იხდის საფასურს" - ვოლტერი
"ასაკი - ის არის, რაც ჩვენს ფიქრებში არსებობს. თუ მასზე არ ფიქრობთ - ის არ არსებობს" - მარკ ტვენი
ლეა ხიმშიაშვილი