მაშ ასე! გთავაზობთ რჩევებს, თუ ვინ არ უნდა მოიაზროთ მომავალი ქმრის ამპლუაში:
1. უმწეო უიღბლო
მას გამუდმებით თქვენი დახმარება სჭირდება. საუბრობს მხოლოდ საკუთარ პრობლემებზე და არ ინტერესდება თქვენით. ქალი მას მხოლოდ მორალური მხარდაჭერისა და დასამშვიდებლად სჭირდება. დამოუკიდებელი ვერასდროს გახდება და ვერ დაგიცავთ.
2. ვინც მხოლოდ სიტყვებზე ქორწინდება
შესანიშნავად იცის, რომ ქალის ნდობის
3. მამაკაცი, რომელიც ყველაფერში გეთანხმებათ
შეუძლია საათობით ისმინოს თქვენი გრანდიოზული გეგმები ქორწილზე, მომავალ სახლზე, ავეჯზე, მაგრამ როგორც კი ჰკითხავთ, თუ რას ფიქრობს თავად ქორწილზე, გიპასუხებთ: "ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გსურს". ამ შემთქვევაში, ყურადღება მიაქციეთ მის ქცევებს. თუ სიტყვიერი მოლაპარაკება არ გექნებათ, ქორწილი არ შედგება.
4. რაიმეზე დამოკიდებულება
დამოკიდებულება სხვადასხვაგვარია. ფეხბურთის ქომაგსა და კომპიუტერული თამაშების მოყვარულს შესაძლოა ეშველოს, მაგრამ ალკოჰოლზე ან ნარკოტიკზე დამოკიდებულთან ურთიერთობა შეუძლებელია.
5. თავგადასავლებისა და გართობის მაძიებელი
უყვარს თქვენთან ერთად გართობა, მაგრამ როგორც კი მობეზრდება, ახალ გასართობს ეძებს. ასეთი ადამიანი ოჯახის შექმნისთვის არ გამოდგება. ყველაფერი, რაც სურს - გართობა და სექსია. როგორც კი ქორწინებაზე დაიწყებთ საუბარს სახე აუცილებლად შეეცვლება და გეტყვით, რომ მომენტს აფუჭებთ.
ლეა ხიმშიაშვილი