27 ივლისი, 2016
არ დანებდეთ! როგორ იპოვოთ სიყვარული ნებისმიერ ასაკში
უკვე 30 ან 40 წლის ხართ და ჯერ კიდევ მეორე ნახევრის პოვნის იმედი გაქვთ? ან იქნებ გაეყარეთ და ახლა ნამდვილ სიყვარულს ეძებთ. შესაძლოა ფიქრობთ, რომ ნამდვილი სიყვარული უკვე განიცადეთ და ახლა აღარც კი იცით, რას ელოდოთ.

რაც არ უნდა მოხდეს თქვენს პირად ცხოვრებაში, სიყვარულის პოვნას კვლავ შეძლებთ, თუ გაითავისებთ, რომ ცხოვრებაში ერთადერთი ნამდვილი სიყვარული არ არის. სამყარო გამუდმებით იცვლება, ახლა ადამიანები ხშირად იცვლიან სახლს, სამსახურს და მაშინ რატომ არ შეიძლება კიდევ ერთი სიყვარული იპოვოთ?

საუბარი
იმაზე არ არის, რომ მამაკაცები ხელთათმანებივით უნდა იცვალოთ, მაგრამ თუ ცხოვრებაში ისე მოხდა, რომ მარტო დარჩით, გახსოვდეთ, რომ კიდევ შეძლებთ ბედნიერი იყოთ.

მაშ ასე! რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, როცა სიყვარულს ზრდასრულ ასაკში ეძებთ:

- მიზიდვის ძალა. ეს ადამიანი უნდა გიზიდავდეთ, მაგრამ მიმზიდველობა ვნებაში ნუ აგერევათ.

- ერთმანეთის უნდა გესმოდეთ.

- ბევრი საერთო გაქვთ.

- თითქოს ერთმანეთისთვის ხართ შექმნილი.

- ასე გგონიათ ერთმანეთს საუკუნეა იცნობთ და წინა ცხოვრებაშიც ერთად იყავით.

- შეგიძლიათ ღრმა თემებზე ესაუბროთ.

მეორე ნახევრისთვის რეალისტური კრიტერიუმები უნდა შეადგინოთ. თუ შუა ასაკში სიყვარული ჯერ კიდევ ვერ იპოვეთ, იქნებ თქვენს მოლოდინებს გადახედოთ.

ადამიანზე ჯვარს მაშინვე ნუ დასვამთ, როგორც კი რაიმე ცუდში გამოიჭერთ. იდეალური არავინაა. უბრალოდ დაფიქრდით, მისი ნაკლი რეალურად რამდენად გიშლით ხელს? უკან მოხედვისას შეამჩნევთ, თუ რამდენი კარგი ადამიანი გაუშვით ამ მიზეზით და ინანებთ.

და რა თქმა უნდა, სახლში ნუ დაჯდებით! რჩეული კართან არ მოგადგებათ. ახალი ურთიერთობებებისა და უცნობი ადამიანების მიმართ ყოველთვის გახსნილი იყავით.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS