26 ივლისი, 2016
მტვრის ტკიპა - აიცილეთ დაავადებები მარტივი გზით
მტვრის ტკიპები ნამცეცა, თვალით უხილავი არსებები არიან, რომლებიც საწოლში, ნოხებში, საერთოდ, რბილ ავეჯში ბინადრობენ და კანის მკვდარი უჯრედებით იკვებებიან. ისინი ხშირად ხდებიან ალერგიისა და სხვა დაავადებების, ასევე, ასთმასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზი.

მტვრის ტკიპების არსებობაზე მიუთითებს:

ცემინება.
სურდო.
სიწითლე.
თვალების ქავილი ან წყლიანობა.

ქავილის შეგრძნება ცხვირში, ყელსა და სასაზე.

ხველება.

თვალებქვეშ შესივებული, ლურჯი კანი.

ასთმით დაავადებულებს ურთულდებათ სუნთქვა, გრძნობენ ტკივილს მკერდის არეში, უხშირდებათ ქოშინი, უფრო ადვილად ცივდებიან.

თეთრეულის ხშირად გარეცხვა და სახლის მტვერსასრუტით დალაგება კარგი პროფილაქტიკური
საშუალებაა, თუმცა ბალიშებისა და ლეიბების გასუფთავება არც ისე ადვილია.

მტვრის ტკიპების წინააღმდეგ ბრძოლაში მარტივი ხალხური რეცეპტი დაგეხმარებათ.

დაგჭირდებათ:

2 ჭიქა დისტილირებული წყალი.
15-30 წვეთი ევკალიპტის ზეთი.

გამოყენების წესი:
ევკალიპტის წვეთები გააზავეთ დისტილირებულ წყალში. შესასხურებელი ჭურჭლით შეასხურეთ ისეთ ნივთებს, რომლებსაც ჩვეულებრივი გზით ვერ წმენდთ და ჩამოკიდეთ გასაშრობად თბილ მშრალ ადგილას.

გაიმეორეთ კვირაში სამჯერ.

კვლევებმა აჩვენა, რომ ევკალიპტისა და სხვა ეთერზეთები ეფექტურად უმკლავდება მტვრის ტკიპებს.
სამწუხაროდ, ევკალიპტის ეთერზეთის გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუ ოჯახში პატარა ბავშვია. თუმცა, არსებობს სხვა ეთერზეთები, რომლებიც ბავშვების ჯანმრთელობისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS