ვის ეკრძალება ოქროს ტარება
ელენა იასევიჩის რჩევით, ოქროს ტარება რეკომენდებული არ არის ადამიანებისთვის, რომლებიც აქტიურ ცხოვრებას ეწევიან, ხშირად არიან სტრესის ქვეშ და მსხვილ მეგაპოლისებში ცხოვრობენ. ოქროს სამკაულები ამ კატეგორიის ადამიანებისთვის, დამატებით გამღიზიანებელს წარმოადგენს.
გამოდის, რომ ადამიანი, რომელიც ყოველდღიურ სტრესშია,
იასევიჩი ოქროს ტარებას ურჩევს მათ, ვის ცხოვრებაშიც ნაკლები ემოციები და დატვირთვაა. ოქრო მხოლოდ მათ ამშვენებს და ძალას ჰმატებს, ვინც მშვიდი და გაწონასწორებული ცხოვრებით ცხოვრობს.
რატომ არ შეიძლება ოქროს და ვერცხლის ერთად ტარება
სამკაულების მოყვარულები ხშირად კიდევ ერთ დიდ შეცდომას უშვებენ - ოქროს ვერცხლთან ერთად ატარებენ. ეს ძალას გართმევთ და საბოლოოდ უარყოფით მოვლენამდე მიჰყავხართ.
ოქრო - ადამიანს ანიჭებს აქტივობას, ძალას, შეუძლია ტრანსფორმაცია. გიბიძგებთ სურვილების, საჭიროებებისა და სწრაფვისკენ. ვერცხლი კი პირიქით, ადამიანს გაწონასწორებულს, მშვიდსა და უფრო ჰარმონიულს ხდის. თუ ეს ორი მეტალი ერთმანეთს შეხვდება, მოხდება დისონანსი. ადამიანში ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ენერგია გროვდება, რასაც სრულ ქაოსამდე მიჰყავს.
ოქროსა და ვერცხლის ერთად ტარება კატეგორიულად არ შეიძლება, რადგან სხვადასხვა დაავადებებს, ხასიათის ხშირად ცვლას და საქმეში წარუმატებლობას იწვევს.
სამკაული ყოველთვის საკუთარი ტემპერამენტისა და ცხოვრების წესის მიხედვით შეარჩიეთ, მაშინ ისინი აუცილებლად მოგიტანთ ბედნიერებას.
ნაოკო ვატანაბე