25 ივლისი, 2016
3 ყველაზე იდეალური ცოლი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, ასეთ ქალებზე დაქორწინება ნამდვილად ღირს
ეს ქალები ყველაზე გულწრფელები და მშვენიერები არიან, ისინი უდავოდ იდეალური ცოლები ხდებიან:

1. კურო - ეს არა უბრალოდ ქალი, არამედ სუპერ-ქალია
ქალი, რომელიც დედა ბუნებამ ყველაფრით დააჯილდოვა. ლამაზი, გრაციოზული, ყოველთვის მომხიბვლელი, მშვიდი და ნაზი გამოხედვით, ყველაზე სასიამოვნო ემოციებს იწვევს. მომთმენი და კარგი მოსაუბრეა. ყოველთვის სწორად ირჩევს კოსმეტიკასა და პარფიუმერიას, როგორც წესი არ ეწევა.

ქალი კურო მამაკაცების ოცნების საგანია. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები შესანიშნავი დიასახლისები არიან და სახლში მყუდრო, ოჯახურ გარემოს ქმნიან.

ქალი კუროს ცხოვრებაში უდიდესი
ადგილი უჭირავს შვილებს. მთელ საკუთარ დროსა და სიყვარულს სწორედ მათ უთმობს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ შვილებისთვის დედა კურო ხშირად უახლოესი მეგობარია, რომელსაც ყველაზე საკრალურსაც უზიარებენ. კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალი, შვილებს სიყვარულისა და ერთგულების კარგ მაგალითს აძლევს.

2. მორიელი - გამოირჩევა თავდაჯერებულობით
მისთვის დამახასიათებელია ასევე სილამაზე, მიმზიდველობა, ენერგიულობა, სითამამე, ვნება, სიმტკციდე და მამაკაცური აზროვნება.

ქალ მორიელს, როგორც წესი ცხოვრება ბევრ გამოცდას უწყობს, მაგრამ ფიზიკური და სულიერი სიმტკიცის წყალობით, მისი გატეხვა რთულია.

ამ ქალს ყოველთვის ამოძრავებს გარკვეული სურვილები. მის სახლში ყოველთვის იდეალური სისუფთავე და კომფორტია. მისი ინტერიერის დიზაინი გემოვნებით და სიყვარულითაა შერჩეული, რასაც ის საკუთარი საცხოვრებლის მიმართ განიცდის.
კარგი დედები არიან, რომლებიც ერთის მხრივ შვილს მომავალი რთული ცხოვრებისთვის ამზადებს, ხოლო მეორეს მხრივ ასწავლიან როგორ განავითარონ საჭირო უნარები. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები შვილებს პრობლემების გადაჭრაში, რთული სიტუაციების გაანალიზებასა და ღირსეული მეგობრების შერჩევაში ეხმარებიან.
ქმრის მიმართაც ეს ქალი იმავე როლს თამაშობს, კარგი დამხმარე და მრჩეველია.

3. მერწყულის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალი, ბუნებან გამჭრიახი გონებით დააჯილდოვა
გარდა ამისა მომხიბვლელობითა და გრაციოზულობით. ნათელი და გამორჩეულო გარეგნობა აქვთ, საზოგადოებაში თუ ყველაზე ლამაზი არა, მაშინ ყველაზე საინტერესო ადამიანია.

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული, ნებისმიერ სიტუაციასა და გარემოს ადვილად ეგუება. ამბობენ, მერწყულებს მომავლის წინასწარმეტყველება შეუძლიათ. ვერავინ განსაზღვრავს რატომ ფიქრობს მერწყული ასე. მის შინაგან სამყაროს რომ შეეხოთ, თქვენც ხვალინდელი დღით უნდა იცხოვროთ.

მეწრყული მოთმინების გრძნობით გამოირჩევა. მერწყული მეორე ნახევრის მომავალს ხედავს და ეხმარება მათ საკუთარი პოტენციალის განვითარებასა და სწორად გამოყენებაში.

ამ მომხიბვლელ და კომუნიკაბელურ ნიშანს, ოჯახში ყოველთვის უამრავი სტუმარი ჰყავს და მის სასიამოვნო გარემოცვაში თავს ყველა კარგად გრძნობს.

როცა მერწყული ქალი დედა ხდება, ბუნებით თავშეკავებული ხასიათის გამო ხშირად ღიად არ ავლენს, თუ რამდენად უყვარს საკუთარი შვილები. დედა მეწრყული ბავშვს არ დასჯის, მაგრამ არც ძალიან გაათამამებს.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS