22 ივლისი, 2016
სწორად მომზადებული ყავა ღვიძლს ტოქსინებისგან იცავს - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალკოჰოლის მიღების შემდეგ...
ეს სიახლე ყველა ყავისა და ალკოჰოლური სასმელების მოყვარულ ადამიანს გაახარებს.

ყავა ღვიძლს აღდგენაში ეხმარება, იცავს ტოქსინებისგან და ამ მნიშვნელოვან ორგანოს სიჯანსაღეს უნარჩუნებს, მაგრამ მხოლოდ სწორად მომზადების შემთხვევაში.

როგორ დალიოთ ყავა სწორად

ღვიძლის გასაწმენდად საუკეთესოა ყავა, დამზადებული ხმელთაშუა ზღვისპირეთში გავრცელებული რეცეპტის მიხედვით. აქ მცხოვრებმა მოსახლეობამ ფაქტობრივად არც კი იცის, რას ნიშნავს ღვიძლის პრობლემა.

დილით დალიეთ დაფქული, ახლადმოდუღებული ყავა, შემდეგ დააყოლეთ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი. ზეთის დოზა - რამდენიც დანის წვერზე დაეტევა. მკურნალის სასმელის მიღების შემდეგ საუკეთესო ვარიანტია
1 საათის შემდეგ ისაუზმოთ.

ყავა ყველაზე უკეთ დილით მოქმედებს - იდეალურად წმენდს ნაღვლის ბუშტს. დაივიწყეთ ღვიძლის ციროზი, სასმელის რეგულარული მიღების შემთხვევაში აღარც დაგროვილი კენჭის ტკივილები შეგაწუხებთ.

ზეთიანი ყავა ასევე წევს სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს და სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის.

თუ უშაქრო ყავას კატეგორიულად უარყოფთ, სანერვიულო არაფერია: შაქრიანი ყავა ასევე შეგიძლიათ მიიღოთ გასაჯანსაღებლად, მაგრამ ამ შემთხვევაში ყავას აუცილებლად უნდა დაუმატოთ ნაღები ან რძე. ღვიძლს, ისევე როგორც ტვინს, უყვარს შაქარი და სასარგებლო ცხიმები, რასაც რძე შეიცავს.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS