როცა ძალიან ჭკვიანი ხართ, თქვენი ხუმრობები არავისთან ჭრის და თქვენს იუმორის გრძნობას ვერავინ აფასებს. თანაც, ალბათ უკვე დიდი ხანია შეწყვიტეთ რომანტიკული კომედიებისა და Comedy Club- ის ყურება, რადგან სულაც არ გეცინებათ.
2. თქვენს აზრს მნიშვნელოვნად არ მიიჩნევენ
ჩვენ ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ადამიანები კუჭს უფრო უსმენენ, ვიდრე ტვინს. თქვენ, რა თქმა უნდა, კარგი და შესანიშნავი არგუმენტები გაქვთ, თუმცა არავის აინტერესებს, რადგან ყველამ ყველაფერი იცის, კითხვის და სწავლის სურვილი კი
3. ახალი მეგობრების შეძენა სულ უფრო მეტად გიჭირთ
როცა ვინმე თქვენთვის უინტერესო ფილმებს ან შიშველ მკერდიან ქალებს უყურებს, ხვდებით, რომ 15 წლის უკვე კარგა ხანია აღარ ხართ და ვეღარც ისე მოგაქვთ თავი, თითქოს გაინტერესებდეთ.
იმაში გასაკვირი არაფერია, რომ ცხოვრების მანძილზე უფრო მეტ მეგობარს კარგავთ, ვიდრე იძენთ. ჭკვიანი ადამიანები ხომ ყოველთვის უმცირესობაში არიან.
4. დაბალი თვითშეფასება გაქვთ
როცა ძალიან ჭკვიანი ხართ, ყველაფერს, რასაც აკეთებთ ჰიპერკრიტიკულად იღებთ. ჭკვიანი ადამიანები მათი ყოველი სიტყვით თუ მანერით უკმაყოფილოები არიან. ეს მთლად "ნორმალური" არ არის, მაგრამ ზედმეტ ჭკუას ახასიათებს.
5. ზედმეტად ხშირი განგაში
ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან რაც უფრო ჭკვიანი ხართ, მით მეტი სადარდებელი გაქვთ ცხოვრებაში.
სულელებს არაფერი ანაღვლებთ - არც კლიმატის ცვალებადობა, არც დიქტატორული რეჟიმი და ა.შ. სიმართლე ერთია: თუ გსურთ ბედნიერი იყოთ, უნდა იყოთ "სულელი".
ლეა ხიმშიაშვილი