"გამოცდილებამ, რომელიც განქორწინებამ მიმაღებინა, დამაფიქრა იმაზე, თუ რას გავაკეთებდი მეორე შანსი რომ მომცემოდა. მე დავკარგე ქალი, რომლეთანაც 16 წელი გავატარე და არ მინდა ჩემი შეცდომები ვინმემ გაიმეოროს".
1. არასდროს შეწყვიტოთ მასზე ზრუნვა - არასდროს შეწყვიტოთ მისი კიდევ უფრო ახლოს გაცნობა.
2. დაიცავით თქვენი გული - და არა მარტო მისი, რადგან ვერავინ უნდა შეძლოს თქვენს გულთან შეხება, გარდა საკუთარი ცოლისა.
3. შეიყვარეთ კვლავ და კვლავ - იბრძოლეთ,
4. მასში ყოველთვის საუკეთესო ეძებეთ - მის მიმართ სიყვარული მხოლოდ ასე გაიზრდება.
5. ნუ ეცდებით მის შეცვლას, ეს თქვენი დავალება არ არის - თქვენი ვალია უბრალოდ გიყვარდეთ.
6. მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეთ - ის ვერ შეძლებს თქვენს გაბედნიერებას, თუ თავად არ მოისურვებთ.
7. ხმას ნურასდროს აუწევთ, თითქოს ის არის დამნაშავე, რომ თქვენ განაწყენებული ხართ - თქვენი პირადი ემოციები, თქვენი პასუხისმგებლობაა.
8. ცოლს უფლება მიეცით უბრალოდ იცხოვროს - როცა ცუდ გუნებაზეა, ნუ ეცდებით ყველაფერი მომენტალურად გამოასწოროთ. უბრალოდ აუხსენით, რომ მწუხარება, გულის ტკენა და ა.შ. - ეს ნორმალურია.
9. იყავით სულელი - თავს ძალიან სერიოზულად ნუ განსჯით. ხშირად იცინეთ და ცოლიც გააცინეთ. სიცილი ცხოვრებას ამარტივებს.
10. ყოველდღე ჩაიხედეთ მის სულში - ეცადეთ თავი ყოველთვის დედოფლად იგრძნოს.
11. იარსებეთ მის ცხოვრებაში - ყოველთვის მოუსმინეთ და ისე მოექეცით, თითქოს ყველაზე ღირებული კლიენტი იყოს.
12. მიიღეთ მისი სექსუალურობა - დაე იცოდეს, რომ შეუძლია 100%-ით გენდოთ, როგორც საწოლში, ისე ცხოვრებაში.
13. ნუ იქნებით სულელი, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ ხანდახან ასეთიც იყოთ - შეცდომებს ყველა უშვებს და ვალდებული არ ხართ სრულყოფილი იყოთ, თუმცა 24 საათით სულელად თავი არ უნდა მოაჩვენოთ.
14. მიეცით პირადი სივრცე - მიეცით თავისუფალი დრო, რათა დაისვენოს, გაერთოს და განვითარდეს . დასვენება მასაც ძალიან სჭირდება.
15. იყავით დაუცველი - მზად იყავით საკუთარი შიშებისა და გრძნობების გამოსახატად. აღიარეთ შეცდომები და მოინანიეთ.
16. მის წინაშე აბსოლუტურად გულწრფელი იყავით.
17. ერთობლივი ზრდა არასდროს შეწყვიტოთ - იპოვეთ საერთო მიზნები და ოცნებები და მათ რეალიზებაზე ერთად იმუშავეთ.
18. ფულზე ნუ იდარდებთ - ფულს ვერასდროს გამოიყენებთ, თუ მისი გამოყენება გაშინებთ. ისწავლეთ პარტნიორის ნდობა და გახსოვდეთ, ცოლისგან ფულის დამალვა კარგს არაფერს მოგიტანთ.
19. ისწავლეთ პატიება და დავიწყება - პატიება ათავისუფლებს.
20. ყოველთვის აირჩიეთ სიყვარული - ეს თქვენი ცხოვრების მთავარ პრინციპად აქციეთ და მაშინ თქვენს ბედნიერებას საფრთხე არასდროს დაემუქრება. სიყვარული ყველაფერს გადაგატანინებთ.
ლეა ხიმშიაშვილი