15 ივლისი, 2016
რა უნდა გაითვალისწინოთ აუცილებლად, თუ საზარდულს იპარსავთ
გინეკოლოგები სულ უფრო ხშირად აძლევენ ბოქვენის თმის პარსვის რეკომენდაციას, რადგან ეს ნებისმიერი გადამდები სქესობრივი ინფექციისგან გაზღვევთ.

ბაქტერიები, რომლებიც ხშირად რჩება თმაზე, უამრავი დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს.

თუ თქვენ ინტიმური ადგილის პარსვას ირჩევთ, გთავაზობთ სასარგებლო რჩევებს.

ინტიმურ ზონაში კანი ძალიან ნაზი და მგრძნობიარეა, ამიტომ ხშირი მოვლა სჭირდება. როცა არასასურველ თმას იშორებთ, კანი ხშირად ღიზიანდება, რაც ჯანმრთელობისთვის არანაკლებ საშიშია. ნაჭრილობევის წყალობით ბაქტერია პირდაპირ სისხლში აღწევს. გაღიზიანებული კანი გიქმნით დისკომფორტს და ვიზუალურადაც არასასიამოვნო შესახედია.

როგორ დააღწიოთ თავი პარსვის
შემდგომ კანის გაღიზიანებას:

1. ინტიმურ ზონაში პარსვა უმჯობესია დილით, გაღვიძებიდან 30 წუთის შემდგომ. ღამით ძილის შემდეგ, კანის ქვეშ გროვდება წყალი, იწყება შეშუპება და ეს თმის ბოლომდე მოშორებას უშლის ხელს. თუ ამის გაკეთებას საღამოს გადაწყვეტთ, ანალოგიური მიზეზის გამო ნაპარსი არ იქნება საკმარისად გლუვი.

2. გაიკეთეთ ყავის ან შაქრის სკრაბი, პარსვამდე და პარსვის შემდეგ. ამის შემდეგ კანი იდეალურად რბილია და არავითარი გაღიზიანება. ნამდვილი სასწაულია!

3. პარსვისთვის კრემის ან გელის ნაცვლად გამოიყენეთ თმის კონდინციონერი! გაღიზიანების საწინააღმდეგო უფრო უკეთესი საშუალება არ არსებობს. კონდინციონერის მსუბუქი ნაზავი, ნაპარსს კიდევ უფრო არბილებს.

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS