14 ივლისი, 2016
როგორ შეარჩიოთ საზამთრო სწორად - ფერმერის რჩევები
საზამთრო ყველასთვის საყვარელი საზაფხულო ხილია. მაგრამ ხანდახან მწიფე და გემრიელი საზამთროს შერჩევა რთულია.
დღეს გაგიმხელთ რჩევებს, როგორ შეარჩიოთ ყველაზე გემრიელი ნაყოფი:

1. ზომის მიხედვით
განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდეთ დიდი ზომის საზამთროებს, რადგან დიდი ალბათობით მსგავსი საზამთრო ხელოვნური დანამატებითაა გაჯერებული.

2. ყვითელი ლაქების მიხედვით
მსგავსი ლაქა მწიფე ნაყოფზე მეტყველებს. რაც უფრო ყვითელია ლაქა, მით უფრო მწიფე და გემრიელია თქვენს მიერ შერჩეული საზამთრო.

3. სქესის ნიშნის მიხედვით
ცოტამ თუ იცის, მაგრამ საზამთრო სქესის მიხედვით განირჩევა. "ბიჭი" საზამთრო უფრო დიდი ზომის და
მოგრძო ფორმისაა. "გოგონა" შედარებით მომცროა და ადვილად ბრტყელდება. "გოგონები" უფრო ტკბილები არიან.

4. კაკუნზე
მწიფე ნაყოფს დაკაკუნებისას სიცარიელეზე დარტყმის ხმა აქვს. შესამოწმებლად ასევე, საზამთროს ორივე მხრინად მოუჭირეთ ხელები. თუ ხრაშუნა ქერქი აქვს ნაყოფი მწიფეა.

5. კუდის მიხედვით
მწიფე საზამთროს ყვითელი, გამხმარი კუდი აქვს. მწვანე კუდი კი იმაზე მიანიშნებს, რომ საზამთრო ნაადრევად აიღეს.

6. სუნით
საზამთროს ქერქს მკვეთრად გამოხატული ახლის სურნელი უნდა ასდიოდეს. თუ მას არანაირი სუნი არ აღენიშნება, ნუ შეიძენთ.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS