12 ივლისი, 2016
ქალის 6 თვისება, რაც მაკიაჟზე მნიშვნელოვანია
ხშირად, ქალები იმდენად დიდ დროსა და ყურადღებას უთმობენ საკუთარ გარეგნობას, მხოლოდ იმიტომ, რომ სურათში კარგად გამოიყურებოდნენ, შინაგან სილამაზეზე ზრუნვა ავიწყდებათ.

გთავაზობთ ქალის 6 პიროვნებას, რომლებსაც ესმით, რა არის ნამდვილი სილამაზე:

სიმტკიცე

ქალი, რომელიც არ ნებდება - ჭკვიანი და მშვენიერია. არიან ქალები, რომლებსაც ბედნიერებისთვის მორალური და ფინანსური დახმარება სჭირდება. ჭეშმარიტად მშვენიერი ქალი კი, ამ ყველაფერს თავად ახერხებს.

ვნება

ცხოვრება ძალიან გვაკავებს და სწრაფად გადის, მაგრამ ჭეშმარიტად მშვენიერი ქალი ყოველთვის ნახულობს დროს პირადი სურვილებისა და ვნებების დასაკმაყოფილებლად,
აღწევს მიზანს და ცხოვრებას სიხარულით ივსებს.

უანგარობა

ვინც სხვების კეთილდღეობაზე ზრუნავს - მშვენიერია. ესენი არიან ქალები, რომლებსაც თანაგრძნობა შეუძლიათ და გარშემომყოფებს მაღალ საფეხურზე ხედავენ.

ენერგეტიკა

არავის მოსწონს იმ ადამიანის გვერდით ყოფნა, რომელიც მხოლოდ ნეგატივს ტოვებს. ქალი, რომელსაც ცხოვრებისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და სახეზე ღიმილი აქვს, ყველაზე რთულ დღეებშიც ბედნიერების მომტანია და ის მშვენიერი ქალია.

ჭკუა

ქალი, რომელიც გონებას არ ანვითარებს, ზრდა-განვითარების პოტენციალსა და ცხოვრების ახალი კუთხით დანახვას მოკლებულია. ინტელექტი შესანიშნავი მახასიათებელია, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ.

თავდაჯერებულობა

ბევრი მამაკაცი იტყვის, რომ ეს ქალის ყველაზე კარგი თვისებაა. ქალი, რომელიც ამაყად თავაწეული დადის და ამაყობს იმით, რომ ფერუმარილისა და მაკიაჟის გარეშეა - მშვენიერია. სამსახურში იქნება ეს, სახლში თუ სადმე სხვაგან, თავდაჯერებულობა, საკუთარი ღირსების ჯანსაღ განცდას იწვევს.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS