11 ივლისი, 2016
რამდენად ტემპერამენტიანი ხართ სისხლის ჯგუფის მიხედვით
უძველესი დროიდან, საუბარია იმაზე, რომ ჩვენი ჩვევები, ქცევა, ის რაც ჩვენს ტემპერამენტს განაპირობებს სისხლში გვაქვს.

ამერიკელმა მეცნიერებმა, ჩაატარეს კვლევა. აკვირდებოდნენ 3000-ზე მეტ ქალს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ქალის ტემპერამენტს სისხლის ჯგუფი განსაზღვრავს.

I სისხლის ჯგუფი
პირველი სისხლის ჯგუფის მატარებელი ქალი ვნებიანი, მაგრამ ამასთან მტკიცე ხასიათის პიროვნებაა. საწოლში ნამდვილი "ვეფხვია", რომლისთვისაც დაღლა უცხოა.

უყვარს თამაში, მაგრამ მტკიცე ხასიათიდან გამომდინარე მოთვინიერება რთულია. სხვა მამაკაცებისთვის საკმაოდ თავშეკავებულია. მთელი არსებით საკუთარ მეორე ნახევარს ეკუთვნის და მისი ერთგულია. 10 წლიანი
ერთობლივი ცხოვრების შემდეგაც ამოუცნობი და სასურველი რჩება.

II სისხლის ჯგუფი

II სისხლის ჯგუფის წარმომადგენლები I სისხლის ჯგუფის მატარებლებისგან აბსოლუტურად განსხვავდებიან.
ძირითადად ანგარება ამოძრავებს. პირველ ადგილზე საკუთარ თავს აყენებს, მაგრამ სითბოსაც გამოხატავს და მამაკაცს სიამოვნებას ანიჭებს, ამით ინარჩუნებს მას.

გამოირჩევა ცივი და გამჭრიახი გონებით, ამიტომ ბიზნესში წარმატებულია. საწოლში მრავალფეროვნებას არ ეძებს და სექსუალურად მისი დაკმაყოფილება რთულია.

III სისხლის ჯგუფი
ცხოვრებაში არასდროს გაგცემთ. კარგად იცნობს მამაკაცის ხასიათს, საჭირო დროს შეუძლია მისი დაკმაყოფილება. თუმცა ორგაზმის იმიტირებაც კარგად ეხერხება.

მთელი მისი ცხოვრება თამაშია. ღალატსა და პარტნიორების ხშირ ცვლაზე გულგრილად განწყობილი არ არის. პარტნიორების ცვლისას, იდეალ მამაკაცს არ ეძებს, მხოლოდ ინტერესი ამოძრავებს.

IV სისხლის ჯგუფი
ეს ქალი ძალიან მგრძნობიარე პიროვნებაა, რომელმაც ყველაფერი ზუსტად იცის.
გახსნილია და ნებისმიერ მამაკაცს გაანთავისუფლებს კომპლექსებისგან. მამაკაცის ნებისმიერ სურვილს აკმაყოფილებს. საწოლში ექსპერიმენტების მომხრეა.

ოჯახურ ცხოვრებას სერიოზულად უდგება. საკუთარ პარტნიორს მთელ სექსუალურ სამყაროს ჩუქნის და მამაკაცის კმაყოფილებით ტკბება.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS