09 ივლისი, 2016
როგორ გავწმინდოთ პრიალა ავეჯი - საჭირო რჩევები დიასახლისებს
თუ პრიალა ზედაპირის მქონე ავეჯის გასაწმენდად სპეციალური სითხე არ აღმოგაჩნდათ, შეგიძლიათ ბირკავას ზეთი გამოიყენოთ.

ავეჯი გულმოდგინედ გავწმინდეთ სუფთა მშრალი ჩვრით, ბამბაზე დააწვეთეთ რამდენიმე წვეთი ბირკავას ზეთი, შემდეგ ზეთიანი ბამბა მოათავსეთ ძველ წინდაში ან რაიმე თხელ რბილ ქსოვილში ისე, რომ ზეთი ოდნავ ჟონავდეს და ფრთხილად გაწმინდეთ ავეჯის პრიალა ზედაპირი. ამასთან, ყურადღება მიაქციეთ, რომ ავეჯის ზედაპირზე ზეთი არ დარჩეს, თორემ მტვერი უფრო მიეკვრება.

თუ პრიალა ავეჯის ზედაპირზე გაუფრთხილებლობით ცხელი ჭიქა ან რაიმე საგანი დადეთ და თეთრი ლაქა
დარჩა, ერთმანეთში გააზავეთ სპირტი და ზეთი, მიღებულ ნაზავში დასველეთ შალის ტრიკოტაჟის ქსოვილი, გაახვიეთ ტილოს ნაჭერში და გაწმინდეთ ლაქა წრიული მოძრაობებით.

სოფიო ბულაური


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მანანა
ბირკავას ზეთი სად შევიძინოთ?მტვერს რომ ვწმენდ, იხაზება, მირჩიეთრამე
01:33 / 01-09-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS