ყოველ დილით, როგორც კი იღვიძებთ, ორგანიზმი უკვე ორი ფინჯანი წყლის ნაკლებობას განიცდის. წყალს იმაზე მეტი პრობლემის მოგვარება შეუძლია ორგანიზმში, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. ის ორგანიზმს ენერგიით ამარაგებს, აქვეითებს საკვების გადაჭარბებულ მოთხოვნილებას, უზრუნველყოფს გონების კონცენტრირებას.
ასე რომ, საკუთარ ჯანმრთელობას დიდ სამსახურს გაუწევთ, თუ გაღვიძებისთანავე ორ ჭიქა წყალს დალევთ. შემდეგ შეგიძლიათ დალიოთ და მიირთვათ, რაც მოგესურვებათ.
გაღვიძებისთანავე
წყალსადენის წყალი სავსეა ანტიბიოტიკებით, ჰორმონებითა და ქლორით, ასევე მეტალებით.
დაბინძურებული წყალი აქვეითებს იმუნიტეტს და შეიძლება სხვადასხვა დაავადების მიზეზი გახდეს.
ჯანმრთელობისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მჟავა-ტუტოვან ბალანსს. მჟავა გარემოში ადამიანს აწუხებს მუდმივი დაღლილობის გრძნობა, სუსტი ენერგია, წონის მატება, საჭმლის მომნელებელი სისტემისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები. მათი აცილება მარტივად შეგიძლიათ, თუ დაიცავთ მჟავა-ტუტოვან ბალანსს.
ამისთვის კი უნდა სვათ სუფთა წყალი და მიირთვათ ახალი ორგანული ბოსტნეული.
მიჩნეულია, რომ სასმელად ყველაზე კარგია წყაროს წყალი.
შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომელიც ორგანიზმში წყლისა და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დაცვაში დაგეხმარებათ.
ინგრედიენტები:
1 ჩაის კოვზი ჰიმალაის ვარდისფერი მარილი.
1 ლიმონი, გარეცხილი და 8 ნაწილად დაჭრილი.
2 ლიტრი სუფთა, გაფილტრული წყალი.
მომზადების წესი:
სასმელ წყალს დაუმატეთ ლიმონის ნაჭრები, შემდეგ ჰიმალაის ვარდისფერი მარილი და დატოვეთ მთელი ღამის ან 8-12 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე.
მომდევნო დილას, როგორც კი გაიღვიძებთ, დალიეთ 2 ჭიქა.
გაითვალისწინეთ: მაღალი წნევის მქონე ადამიანებმა ეს რეცეპტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენონ.
სოფიო ბულაური