კემბრიჯის უნივერსიტეტის სპეციალისტების მტკიცებით, ხანგრძლივი ძილი ისეთივე მავნებელია, როგორც ძილის ნაკლებობა. აღმოჩნდა, რომ ვისაც საწოლში დიდხანს კოტრიალი უყვარს და დღეში 8 საათზე მეტხანს სძინავს, ინსულტის რისკი გაცილებით მაღალია.
თუმცა, ძილის სიყვარული პრობლემის მიზეზი თუ მხოლოდ სიმპტომია, ჯერ დაზუსტებული არ არის.
მეცნიერების კვლევაში მონაწილე 10 ათასი მოყვარულიდან 46% -ს ინსულტის მიმართ გამოხატული მგრძნობელობა აღენიშნა. სპეციალისტები ინსულტს, 42-დან 81 წლამდე ასაკის პაციენტებზე აკვირდებოდნენ, 10 წლის განმავლობაში.
თუმცა გარისკვა არ ღირს და დღეში რეკომენდებულია არაუმეტეს 8 საათი ძილი.
ლეა ხიმშიაშვილი