07 ივლისი, 2016
რამდენ ხანს უნდა იძინოთ იმისთვის, რომ ინსულტი თავიდან აიცილოთ
მეცნიერების მიერ ჩატარებულ უამრავ კვლევაში, 10 ათასზე მეტმა მოყვარულმა მიიღო მონაწილეობა.

კემბრიჯის უნივერსიტეტის სპეციალისტების მტკიცებით, ხანგრძლივი ძილი ისეთივე მავნებელია, როგორც ძილის ნაკლებობა. აღმოჩნდა, რომ ვისაც საწოლში დიდხანს კოტრიალი უყვარს და დღეში 8 საათზე მეტხანს სძინავს, ინსულტის რისკი გაცილებით მაღალია.

თუმცა, ძილის სიყვარული პრობლემის მიზეზი თუ მხოლოდ სიმპტომია, ჯერ დაზუსტებული არ არის.

მეცნიერების კვლევაში მონაწილე 10 ათასი მოყვარულიდან 46% -ს ინსულტის მიმართ გამოხატული მგრძნობელობა აღენიშნა. სპეციალისტები ინსულტს, 42-დან 81 წლამდე ასაკის პაციენტებზე აკვირდებოდნენ, 10 წლის განმავლობაში.

ინსულტის პროფილაქტიკის ბრიტანული ასოციაცია აცხადებს, რომ ეს მონაცემები საკმარისი არ არის იმისთვის, რომ დავწრმუნდეთ, ხანგრძლივი ძილი ინსულტის რისკის წინაშე გვაყენებს.

თუმცა გარისკვა არ ღირს და დღეში რეკომენდებულია არაუმეტეს 8 საათი ძილი.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS