07 ივლისი, 2016
სარეცხი საპონის ჯადოსნური თვისებები - ის საიმედო სამკურნალო საშუალებაა
სარეცხი საპნის არა მარტო ჰიგიენური, სამკურნალო თვისებებიც ფართოდაა ცნობილი.
მას აქტიურად იყენებენ ანთებითი პროცესების დროს, მკურნალობენ გინეკოლოგიურ დაავადებებს, ადრე ქირურგიული ხელთათმნის როლსაც ასრულებდა - ამისთვის ხელები სარეცხი საპნით უნდა გაიქაფოთ და ქაფი შეიზილოთ, ვიდრე მთლიანად არ შეგაშრებათ.
სარეცხი საპონი, აგრეთვე, გახლავთ ანტივირუსული საშუალება.

სამკურნალო თვისებები

სურდოს დროს სარეცხი საპნის წყალხსნარში დაასველეთ ბამბის ტამპონი და დაიმუშავეთ ცხვირის ღრუ, ასე თავიდან აივილებთ ცხვირის გაჭედვას, 2-3 პროცედურის შემდეგ კი სურდო საერთოდ გაქრება.

ძაღლის ნაკბენის დროს სისხლი კარგად გამოუშვით
ჭრილობიდან, ასე გამოირეცხება ბაქტერიები და ძაღლის ნერწყვი და ჭრილობა სარეცხი საპნის წყალხსნარში დასველებული ბინტით შეიხვიეთ.

პირის ღრუს პრობლემების დროს შეგიძლიათ კბილის ჯაგრისი სარეცხი საპნის ხსნარით დაამუშაოთ და დატოვოთ მთელი ღამით, დილისვის თქვენი კბილის ჯაგრისი დეზინფიცირებული და სრულიად უსაფრთხო იქნება.

თუ ტერფის სოკოს დაავადება გაწუხებთ, სარეცხი საპნისა და ჯაგრისის საშუალებით დაზიანებული მონაკვეთი კარგად დაიბანეთ და შემდეგ კანზე იოდი წაისვით.

მდუღარე წყლით ან ცეცხლით დამწვრობის დროს დამწვარზე სარეცხი საპონი წაისვით და ზედვე წაისვით. დამწვრობისგან კვალი არ დარჩება.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS