07 ივლისი, 2016
5 რამ, რაც მამაკაცისთვის არ უნდა გააკეთოთ
როცა გვერდით გყავთ ძლიერი და დამოუკიდებელი მამაკაცი, რომელიც შესანიშნავად უმკლავდება ნებისნიერ პრობლემას როგორც სამსახურში, ისე ოჯახში, მისთვის საჩუქარი აუცილებლად გონებით უნდა შეარჩიოთ, რათა წარუმატებელ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ:

ფინანსური დახმარება

ფსიქოლოგების რჩევით, საყვარელ მამაკაცს კრიზისულ ფინანსურ მდგომარეობაში ფულადი დახმარება არ უნდა შესთავაზოთ, რადგან ეს ურთიერთობას გაგიფუჭებთ და მამაკაცის თავმოყვარეობას შელახავს. შესაძლოა არ შეიმჩნიოს, თუმცა წყენა დიდხანს გაჰყვება.

ძვირადღირებული საჩუქრები

ნუ გაიმეორებთ სხვის შეცდომებს! აჩუქეთ მამაკაცს მომხიბვლელი გამოხედვა, სინაზე და სითბო. ნუ შეეცდებით მის გაოცებას ძვირადღირებული საჩუქრებით.

მოისმინოთ მისი პრობლემები და შეიცოდოთ

მამაკაცი, რომელიც ხშირად გიყვებათ საკუთარ პრობლემებზე, თქვენ კი მის დახმარებას ცდილობთ, უსმენთ და ტირილის საშუალებასაც აძლევთ, იცოდეთ, რომ ეს მამაკაცი თქვენს ყურადღებას არ იმსახურებს, რადგან მხოლოდ გიყენებთ, სხვა ქალებთან კი ერთობა.

ხოლო, როცა პარტნიორი დეპრესიაშია, ნუ ჩააცივდებით ზედმეტი კითხვებით. დრო მიეცით და თავად მოგიყვებათ. და როცა საკუთარ პრობლემებზე საუბარს მოისურვებს, ეცადეთ რჩევებისგან თავი შეიკავოთ, დასვით შეკითხვები, ამით დაინტერესებას გამოხატავთ. აჩვენეთ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში იპოვის გამოსავალს. მამაკაცისთვის ცხოვრებისეული სირთულეები ძალიან მნიშვნელოვანია - ეს მისი პიროვნების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

რჩევებისა და რეკომენდაციების მიცემა

თუ მამაკაცი რაიმე პრობლემის დროს, გადაწყვეტილების მიღებაში დახმარებას გთხოვთ, ისე მოიქეცით, რომ საბოლოო გადაწყვეტილება თავად მიიღოს. მიეცით საშუალება თავმოყვარეობა აიმაღლოს.

შთააგონოთ

თუ ჭკვიანი გოგონა ხართ, უამრავი წიგნი წაგიკითხავთ და ლექციები მოგისმენიათ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ურთიერთობის ფსიქოლოგიაში ერკვევით.

იყავით ნამდვილი ქალი, აჩუქეთ მამაკაცს ბედნიერება, სიყვარული და მზრუნველობა, ხოლო თუ რაიმე საკითხის უკეთ გაცნობას მოინდომებს, ნუ ჩაერევით, ნება მიეცით თავად მოიპოვოს ინფორმაცია და დამოუკიდებლად გადაწყვიტოს რა უფრო საინტერესოა.
საკუთარ აზრს თავს ნუ მოახვევთ.

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS