07 ივლისი, 2016
როგორ მოვიშოროთ საღეჭი რეზინი ტანსაცმლიდან და თმიდან მარტივად
ალბათ ყველას ჰქონია შემთხვევა, როცა საღეჭი რეზინი ტანსაცმელზე ან თმაზე მისწებებია. მით უმეტეს, თუ ოჯახში პატარა ბავშვები არიან, ამგვარი შემთხვევებისგან არავინაა დაზღვეული.

ტანსაცმელი

შემოგთავაზებთ რამდენიმე მარტივ მეთოდს, როგორ შეიძლება ყველაზე სწრაფად და მარტივად მოიშოროთ კევი:

ყველაზე ადვილია, ტანსაცმელი, რომელზეც კევი მიგეწებათ ცოტა ხნით საყინულეში შედოთ, როცა ტანსაცმელიც და კევიც კარგად გაცივდება, კევი ფრთხილად მოაცილეთ ან ააფხიკეთ ქსოვილს.

თუ კევი ქსოვილს არ ეცლება, შეუშვირეთ ძალიან ცხელ წყალს, გააჩერეთ ცოტა ხნით და
შემდეგ ადვილად ააცლით.

თუ კევის შემდეგ ქსოვილზე ლაქა დარჩა, შეგიძლიათ ის დენატურირებული სპირტით მოაშოროთ.

ნოხი და ავეჯი

თუ კევი ნოხს ან ავეჯს მიეწება, დაადეთ მას ცოტა ხნით ყინულის ნატეხი და შემდეგ ბლაგვი საგნით ააცილეთ ან ააფხიკეთ. თუ ლაქა დარჩა, ჭურჭლის სარეცხი სითხით ან დენატურირებული სპირტით გაწმინდეთ.

თმა

თუ კევი თმაზე მიგეწებათ, წაისვით ცოტაოდენი ზეთი ან ვაზელინი და სავარცხლით ან თითებით გაიცალეთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS