06 ივლისი, 2016
როგორ უნდა მოიქცეთ თუ ტარანტულის სახეობის ობობამ გიკბინათ
ტარანტული, შხამიანი ობობების გვარს მიეკუთვნება. გვხვდება ველში, უდაბნოსა და მშრალ ადგილებში, ასევე ტყეში.

როგორც წესი, ტარანტული ადამიანს თავს პირველი არ ესხმის, მისი გაღიზიანების მიზეზი ძირითადად კვერცხების ან ახლადგამოჩეკილი ობობების დაცვაა.

ობობას კბენისგან თავისდასაცავად რამდენიმე მარტივი წესი უნდა გაითვალისწინოთ:

თუ ღია ცის ქვეშ ღამის გათევას გადაწყვეტთ, შეარჩიეთ სწორი ადგილი, სადაც არ იქნება ქვები, ბზარები ან გამხმარი ბალახის ზვინი.

მჭიდროდ დაამაგრეთ კარავის შესასვლელი.

ძილის წინ, ყურადღებით დაათვალიერეთ ნივთები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელები.

კოცონისთვის შეშასა და მშრალ ბალახს ღამით
ნუ შეაგროვებთ.

შენობაში, ფანჯრებზე მიამაგრეთ სპეციალური დამცავი ბადეები.

გახსოვდეთ, თუ ტარანტულს წააყდით, ნუ გააღიზიანებთ, რადგან ხტომა შეუძლია და შესაძლოა გიკბინოთ.

ტარანტულის ობობას გასანადგურებლად გამოიყენეთ სპეციალური ინსექტიციდები.

რა ზომებს უნდა მიმართოთ, თუ ტარანტული გიკბენთ:

1. ნაკბენი ადგილი, სპეციალური ანტიბაქტერიული საპნით ან ჩვეულებრივი ხელსაბანი საპნით, თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ეცადეთ კანი ძლიერად არ დაიხეხოთ.

2. ნაკბენი ანტისეპტიკური საშუალებით დაიმუშავეთ.

3. დაიდეთ ცივი ყინული. გაიჩერეთ 10 წუთს, შემდეგ 10 წუთს შეისვენეთ და კვლავ დაიდეთ. ასე გააგრძელეთ, ვიდრე ტკივილი არ გაგივლით.

4. ნაკბენის შესიებისგან თავისდასაღწევად, სხეულის ნაწილი მაღლა წამოწიეთ და ამ მდგომარეობაში გაჩერდით.

5. შეინარჩუნეთ სიმშვიდე.

6. მიიღეთ რაც შეიძლება მეტი სითხე, რადგან ეს ორგანიზმიდან ტოქსინების სწრაფად გამოდევნაში დაგეხმარებათ.

7. ალერგიული რეაქციის შემთხვევაში, მიიღეთ ანტიჰისტამინური პრეპარატები.

თუ ტარანტული ბავშვს ან სუსტი იმუნიტეტის მქონე, ალერგიულ ადამიანს უკბენს და თვითშეგრძნება საგრძნობლად უარესდება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS