ერთ დღეს, სამსახურიდან უცნაურად შეცვლილი დაბრუნდა. მაშინ 18 წლის ვიყავი. დაძინებამდე მითხრა, რომ ერთი კვირაა, რაც მის სამსახურში ახალი თანამშრომელი მამაკაცი მივიდა. რომელიც პირველი დანახვისთანავე მოეწონა.
მისგანაც იგივე იგრძნო და იმ დღეს პირველად
ბატონი ოთარი სამ თვეში ჩემი მამინაცვალი გახდა. თავად ახალი დაქვრივებული იყო, შვილებმა დაოჯახება არ აპატიეს და სახლიდან გამოაგდეს. სწორედ ეს გახლდათ მიზეზი, რომ ბინა ჩვენთან დაიდო. ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა.
დედა და მამინაცვალი მუშაობდნენ. შინ გვიან ბრუნდებოდნენ, ორივე თავს მევლებოდა. ყველაფერი იმ დღის შემდეგ აირია, როცა 41 წლის დედა ფეხმძიმედ აღმოჩნდა. ჩემ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
სიხარულისგან ცრემლებს ვერ ვიკავებდი. მამინაცვალი მოულოდნელად ჩემ მიმართ შეიცვალა. ყველაფრის გაკეთებას მე მავალებდა. ეშინოდა, რომ ცოლს მუცელი არ მოშლოდა. ბავშვის დაბადების შემდეგ კი ლამის კონკიად ვიქეცი.
დედა თავიდან თითქოს ვერ ამჩნევდა ამ ცვლილებას, შემდეგ კი ერთ დღეს ძალიან გაბრაზდა და ქმარს უსაყვედურა. ბავშვი დაიბადა, თითქოს ყველაფერი დალაგდა, მაგრამ ჩემსა და ოთარს შორის ძველი ურთიერთობა აღარ აღდგა.
ახლა 28 წლის ვარ და მამინაცვალი თითქმის ყოველდღე მეუბნება, რომ ბოღმიანი შინაბერა ვარ და იმიტომ ვერ ვთხოვდები. რაც მთავარია, უკვე დედაც ეთანმხება და ამბობს, მეორე შვილი რომ არ გაეჩინა, არ იცის რა ეშველებოდა.
ჟურნალი ''რეიტინგი''