19 სექტემბერი, 2013
მამინაცვალი ბოღმიან შინაბერას მეძახის
ბავშვი დაიბადა, თითქოს ყველაფერი დალაგდა, მაგრამ ჩემსა და ოთარს შორის ძველი ურთიერთობა აღარ აღდგა 10 წლის ვიყავი, მამა რომ დამეღუპა. დედას ჩემ გარდა შვილი არ ჰყავდა და შეიძლება ითქვას, რომ დაქვრივება მე გადავატანინე. დიდი ხანი კაცის დანახვაზე ალერგია სჭირდა. მეზობლის მამაკაცებსაც არ ესალმებოდა.

ერთ დღეს, სამსახურიდან უცნაურად შეცვლილი დაბრუნდა. მაშინ 18 წლის ვიყავი. დაძინებამდე მითხრა, რომ ერთი კვირაა, რაც მის სამსახურში ახალი თანამშრომელი მამაკაცი მივიდა. რომელიც პირველი დანახვისთანავე მოეწონა.

მისგანაც იგივე იგრძნო და იმ დღეს პირველად
დაპატიჟა კაფეში. დედა მართლა გახალისებული მეჩვენა და სიმართლე რომ გითხრათ, ეჭვიანობის მიუხედავად ძალიან გამიხარდა.

ბატონი ოთარი სამ თვეში ჩემი მამინაცვალი გახდა. თავად ახალი დაქვრივებული იყო, შვილებმა დაოჯახება არ აპატიეს და სახლიდან გამოაგდეს. სწორედ ეს გახლდათ მიზეზი, რომ ბინა ჩვენთან დაიდო. ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა.

დედა და მამინაცვალი მუშაობდნენ. შინ გვიან ბრუნდებოდნენ, ორივე თავს მევლებოდა. ყველაფერი იმ დღის შემდეგ აირია, როცა 41 წლის დედა ფეხმძიმედ აღმოჩნდა. ჩემ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

სიხარულისგან ცრემლებს ვერ ვიკავებდი. მამინაცვალი მოულოდნელად ჩემ მიმართ შეიცვალა. ყველაფრის გაკეთებას მე მავალებდა. ეშინოდა, რომ ცოლს მუცელი არ მოშლოდა. ბავშვის დაბადების შემდეგ კი ლამის კონკიად ვიქეცი.

დედა თავიდან თითქოს ვერ ამჩნევდა ამ ცვლილებას, შემდეგ კი ერთ დღეს ძალიან გაბრაზდა და ქმარს უსაყვედურა. ბავშვი დაიბადა, თითქოს ყველაფერი დალაგდა, მაგრამ ჩემსა და ოთარს შორის ძველი ურთიერთობა აღარ აღდგა.

ახლა 28 წლის ვარ და მამინაცვალი თითქმის ყოველდღე მეუბნება, რომ ბოღმიანი შინაბერა ვარ და იმიტომ ვერ ვთხოვდები. რაც მთავარია, უკვე დედაც ეთანმხება და ამბობს, მეორე შვილი რომ არ გაეჩინა, არ იცის რა ეშველებოდა.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
თემო
28 წლისა შინაბერა არა ხარ, შენი ცხოვრებით დაკავდი, დაც კარგია და ძმაც, მაგრამ შენ შენი ცხოვრება გაქვს... მუშაობა დაიწყე და მოშორდი მაგ სახლს, მერე იმედია მიხვდება დედა! თორემ მამინაცვალი ვერც მიხვდება და არც ეცადო რომ მიახვედრო, ის ალფონსია და ზის სხვის სახლში თბილად! წარმატებებს გისურვებ!
11:08 / 21-09-2013
გამოხმაურება / 0 /
რუსა
არ გატხოვდე არავის ჯინზე
02:40 / 21-09-2013
გამოხმაურება / 0 /
თე
არ დავიჯერე ეს ამბავი და პასუხიც ისეთი სასაცილო მიტომ არი,და თუ მართალია 28 წლის ქალს სხვა ინტერესები უნდა ჰკონდეს და არ იეჭვიანოს საკუთარ დაზე თუ ძმაზე ბავშვიო,ვერ გავიგე რა მიდგომაა .
10:54 / 20-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ჰმმ
უყურე მაგ დამპლებს! შენ ზედმეტი ხარ მატტვს უკვე და შენი მოშორება უნდატ! ბინა გაუყავი! ტავი არ დააბრიყვებინო! რა გინდა მაგატტან რომ ცხოვორბ? ბინა გეკუტვნის და გაუყავი! გატხოვდეს არა ის! ჯერ ბინა მისცენ და მერე ტავად იცის რას იზავს! დედაშენს რომ ბინა ქონდა მიტომ გატხოვდა ეგ განატხოვარი და შვილიანი! ხოდა სენ აღარ გინდა? ტავი არ დააჩაგვრინო იცოდე! სასამრტლოს ძალიტ გაუყავი!
00:44 / 20-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
გათხოვება არ არის გამოსავალი თუ კარგად არ გეცოდინება ვინ არის. ჯერ ის გაგიმწარებს ცხოვრებას და უკან რო დაბრუნდები ომი მერე ნახე.არ შეგეშინდეს შენი საქმე აკეთე თუ არ გაქვს გაიჩინე რამე საქმე.ის ბავშვი თუ გააჩინეს გაზარდონ კიდეც. შენ კი არ ხარ დედა.მაგრად იყავი თავი არ დააჩაგვრინო
22:20 / 19-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS