06 ივლისი, 2016
5 საბავშვო "გემრიელობა", რომლებიც ნავთობს შეიცავს და სიმსივნეს იწვევს
ყველა გემრიელი პროდუქტის მწარმოებელი, უამრავ თანხას ხარჯავს ამ პროდუქტების ტელევიზიაში, გაზეთებსა და სოციალურ ქსელში რეკლამირებისთვის.

ექსპერტები ამტკიცებენ, რომ სწორედ ეს პროდუქტები იწვევს ბავშვებში ჰიპერაქტიურობას, ჭირვეულობას, ალერგიულ რეაქციებსა და სიმსივნესაც კი.

საღებავების შემცველი პროდუქტების ჩამონათვალი დაუსრულებელია, თუმცა მათგან 5 ყველაზე საშიშს გთავაზობთ:

ნამცხვრები შეფუთვებში

Rating
ეს პროდუქტი ძალიან გავრცელებულია და ყველას ჰგონია, რომ რადგან ბავშვებისთვისაა, უსაფრთხოა. სინამდვილეში პროდუქტი შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, სიმინდის სიროფს, ფრუქტოზას და სხვა ქიმიკატებს, რომლებსაც ნავთობისგან ამზადებენ.

ხილის ჟელატინები

Rating
ხილის გემოს ჟელატინს ერითროზინი
აძლევს, პროდუქტი, რომელიც ნავთობითაა დამზადებული. ერთხანს ეს კოსმეტიკურ საშუალებებში გამოსაყენებლადაც კი აკრძალეს, რადგან დამტკიცდა, რომ ნივთიერება ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეს იწვევს.

M&M'S -

Rating
ეს გემრიელი საკვები, ძალიან მცირე რაოდენობით შოკოლადს და დიდი რაოდენობით ქიმიკატებს შეიცავს, რაც თავის ტვინის კიბოს წარმოქმნას უწყობს ხელს და აზიანებს დნმ-ს.

Cheetos - ი

Rating
აქაც ნავთობისგან დამზადებულ ქიმიკატს გამოიყენებენ, რომელიც ყველის გემოს აძლევს. ასევე შეიცავს მეთილის ბენზოატსა და ეთილის მეთილფენიდატს.

Teddy Grahams ("ბარნის" ამერიკული ანალოგი)

Rating
მასში შემცველი მავნე ნივთიერებები აზიანებს ბავშვის სასუნთქ სისტემასა და დნმ-ს. ასევე ბავშვებში შფოთის, მოუსვენრობის და ჰიპერაქტივობის მიზეზი ხდება.

მსგავსი პროდუქტების მწარმოებლები, საღებავებისა და ქიმიკატების გამოყენებას კვლავ აგრძელებენ, ამიტომ დაიცავით თქვენი შვილების ჯანმრთელობა სერიოზული რისკისგან.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS