ექსპერტები ამტკიცებენ, რომ სწორედ ეს პროდუქტები იწვევს ბავშვებში ჰიპერაქტიურობას, ჭირვეულობას, ალერგიულ რეაქციებსა და სიმსივნესაც კი.
საღებავების შემცველი პროდუქტების ჩამონათვალი დაუსრულებელია, თუმცა მათგან 5 ყველაზე საშიშს გთავაზობთ:
ნამცხვრები შეფუთვებში

ეს პროდუქტი ძალიან გავრცელებულია და ყველას ჰგონია, რომ რადგან ბავშვებისთვისაა, უსაფრთხოა. სინამდვილეში პროდუქტი შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, სიმინდის სიროფს, ფრუქტოზას და სხვა ქიმიკატებს, რომლებსაც ნავთობისგან ამზადებენ.
ხილის ჟელატინები

ხილის გემოს ჟელატინს ერითროზინი
M&M'S - ი

ეს გემრიელი საკვები, ძალიან მცირე რაოდენობით შოკოლადს და დიდი რაოდენობით ქიმიკატებს შეიცავს, რაც თავის ტვინის კიბოს წარმოქმნას უწყობს ხელს და აზიანებს დნმ-ს.
Cheetos - ი

აქაც ნავთობისგან დამზადებულ ქიმიკატს გამოიყენებენ, რომელიც ყველის გემოს აძლევს. ასევე შეიცავს მეთილის ბენზოატსა და ეთილის მეთილფენიდატს.
Teddy Grahams ("ბარნის" ამერიკული ანალოგი)

მასში შემცველი მავნე ნივთიერებები აზიანებს ბავშვის სასუნთქ სისტემასა და დნმ-ს. ასევე ბავშვებში შფოთის, მოუსვენრობის და ჰიპერაქტივობის მიზეზი ხდება.
მსგავსი პროდუქტების მწარმოებლები, საღებავებისა და ქიმიკატების გამოყენებას კვლავ აგრძელებენ, ამიტომ დაიცავით თქვენი შვილების ჯანმრთელობა სერიოზული რისკისგან.
ლეა ხიმშიაშვილი