თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელია ენერგიულობა, იმპულსურობა და თავგადასავლებისკენ სწრაფვა. გამორიცხული არ არის, რომ კლასიკური ცერემონიიდან, ეგზოტიკურ საჰარაში გამგზავრება ან ზღვაზე ლურჯ ვეშაპებთან ცეკვა მოისურვოთ.
თქვენი ნიშნისთვის საუკეთესო თანამგზავრია - სასწორი, კურო ან კირჩხიბი.
კურო
არ გიყვართ ტყუილი და ამ საქციელს არასდროს პატიობთ. თქვენი ლეგენდარული სიჯიუტის უკან, ნაზი გული, ვნებიანი და გულწრფელი პიროვნება იმალება. თქვენი დღესასწაული ნათელი და რომანტიკული იქნება, სტუმრებს ძალიან დიდხანს ემახსოვრებათ... თუ უეცრად მათგან, რომელიმე კუნძლზე გაქცევას არ გადაწყვეტთ.
საუკეთესო თანამგზავრია -
ტყუპი
მიიჩნევა, რომ ტყუპის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი გაორებული პიროვნებაა, თუმცა სინამდვილეში ძალიან გახსნილი და პირდაპირია. ქორწილისთვის იდეალური გარემო ქალაქგარეთ დიდი სახლია, სადაც ყველა სტუმრის დაპატიჟებას შეძლებთ.
საუკეთესო თანამგზავრია - მშვილდოსანი, მორიელი ან ქალწული.
კირჩხიბი
გულით ცხოვრობთ და კარგად იცით რა არის ნამდვილი გრძნობა, მაგრამ თუ გაბრაზდით აგრესიული ხდებით, ამიტომ განაწყენება არ ღირს. თქვენი ქორწილისთვის საინტერესო იდეა შესაძლოა, ბუდისტური ცერემონია აღმოჩნდეს.
საუკეთესო თანამგზავრია - თხის რქა, ვერძი ან სასწორი.
ლომი
ერთგულება - თქვენი ნიშნის მთავარი მახასიათებელია. ქორწილი სადაც არ უნდა გადაიხადოთ, აუცილებლად სამეფო იქნება.
საუკეთესო თანამგზავრია - მერწყული, კურო ან ქალწული.
ქალწული
თქვენი ნიშანი პერფექციონიზმით გახასიათებთ და გარშემო მყოფებს თქვენი ხანდახან არ ესმით. თუმცა ვინც საკუთარ გულს განდობთ, გულწრფელად და ბოლომდე ენდობით მას. თქვენს ქორწილში ყველაფერი იდეალურად იქნება გაკეთებული.
საუკეთესო თანამგზავრია - სასწორი, თევზები და მშვილდოსანი.
სასწორი
კომუნიკაბელური ხართ და უნიკალური ელეგანტურობა გახასიათებთ. თუმცა ქორწილის დროს ბევრი რამის გადაწყვეტა მოგიწევთ, ამიტომ აქ შესაძლოა, გადაწყვეტილებების მიღება გაგიჭირდეთ. უმჯობესია თქვენს პარტნიორს დაუთმოთ.
საუკეთესო თანამგზავრია - ვერძი, კურო ან კირჩხიბი.
მორიელი
ამბობენ, თქვენთან ურთიერთობა რთულია და ეს გასაგებიცაა - მორიელის გრძნობები ნამდვილი ამოცანაა, ეჭვიანობა და ვნება მასში შესაძლოა სრულიად მოულოდნელად ამოიფრქვას. თქვენი რჩეულის ერთგული ხართ მთელი სხეულითა და სულით. თქვენს ქორწილს ძალიან მოუხდება მუსიკოსების ჯგუფი და ფლამენგოს მოცეკვავეები.
საუკეთესო თანამგზავრია - კურო, მშვილდოსანი და მერწყული.
მშვილდოსანი
ძალიან გახსნილი პიროვნება ხართ, მაგრამ როგორც კი საკუთარი გრძნობების დემონსტრირებას დაიწყებთ, ბევრი ვერ გაგიგებთ. მშვილდოსნები თავგადასავლებს აღმერთებენ და ურთიერთობაში ვალდებულებებს არ ემორჩილებიან. დრამატული სცენარი "საცოლის მოტაცება" ამ ტრადიციისგან გაგანთავისუფლებთ.
საუკეთესო თანამგზავრია - თევზები, ქალწული ან თხის რქა.
თხის რქა
მგრძნობიარე, სულგრძელი, ხათრიანი და მშრომისმოყვარე - თხის რქა ყველაფერში სრულყოფილებისკენ ისწრაფვის. ურთიერთობაში სიცხადეს და გულწრფელობას ირჩევთ. ქორწილი რომანტიკული მოგიხდებათ. სამყაროში უამრავი ადგილია, სადაც დღესასწაულს იაფად გადაიხდით.
საუკეთესო თანამგზავრი - კირჩხიბი, მერწყული ან სასწორი.
მერწყული
თქვენი რჩეულის გულისმოსაგებად ბევრის გაკეთება შეგიძლიათ. სამართლიანი ხართ. თქვენი ქორწილის იდეა შესაძლოა ტრადიციული ან ძალიან კრეატიული იყოს. მაგრამ საღამოს მთავარი მოვლენა, რაც ყველას დაამახსოვრდება, თქვენი ცეკვა იქნება.
საუკეთესო თანამგზავრია - ლომი, თხის რქა ან თევზები
თევზები
თქვენი შინაგანი სამყარო განსაკუთრებულია, ძალიან ყურადღებით უსმენთ თქვენს მეექვსე გრძნობას, რომელიც გიკარნახებთ, სად გადაიხადოთ ქორწილი - ინკების სასულიერო ხეობაში თუ უძველესი იაპონური ღვთაებების მეთვალყურეობის ქვეშ.
საუკეთესო თანამგზავრია - ქალწული, ვერძი ან მშვილდოსანი.
ნაოკო ვატანაბე