01 ივლისი, 2016
ვიეტნამში ქალმა ტყუპი ორი სხვადასხვა მამაკაცისგან გააჩინა - ფენომენალური შემთხვევა
ვიეტნამის მოქალაქემ ტყუპი სხვადასხვა მამაკაცებისგან გააჩინა. ამ უიშვიათეს ბუნებრივ მოვლენაზე ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო საუბრობს.

ტყუპი ბიჭები ქვეყანას ორი წლის წინ მოევლინენ. ისინი ერთმანეთისგან იმდენად განსხვავდებოდნენ, რომ ოჯახის წევრებმა დნმ-ის ანალიზი მოითხოვეს.

ანალიზმა აჩვენა, რომ ქალის ქმარი მხოლოდ ერთ-ერთი ბიჭის მამაა, ხოლო მეორე ბავშვზე დედა სხვა მამაკაცისგან დაფეხმძიმდა, ქმართან ურთიერთობიდან 48 საათის შემდეგ, როცა აქტი სხვა მამაკაცთან ჰქონდა, ადასტურებენ მკვლევარები.

"ფენომენალური" ტყუპების მშობლები, ჰანოის გენეტიკური ანალიზის ცენტრთან თანამშრომლობას დათანხმდნენ, თუმცა ანონიმურობის დაცვით, ამიტომ წყ
არო მათ სახელებს არ ამხელს.

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ლეილა
ტყუპების სვანი მამის დავა სამშობიაროში ტყუილი არ ყოფილა მეორე ვისიაო
16:42 / 02-07-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS