გთავაზობთ მსგავსი ქალების რამდენიმე ტიპს:
1. როცა ქალი ყველაფერს დამოუკიდებლად აკეთებს
მას ურთიერთობის კონტროლი სურს და თავს "პრობლემების გადამჭრელად" მიიჩნევს. მამაკაცს ყველაფერზე მიუთითებს, რა და როგორ უნდა გააკეთოს, ეს კი მათ აღიზიანებთ.
2. როცა ქალი მამაკაცს დედასავით ექცევა
ამ ტიპის ქალი აღმერთებს პარტნიორს, მის გარშემო ტრიალებს, გამუდმებით ღელავს
3. როცა ქალი საკუთარ სექსუალურობას პირველ ადგილზე აყენებს და მამაკაცით მანიპულირებს სექსის მეშვეობით
თუ მამაკაცს სექსი უნდა, მაშინ ის უნდა გააკეთოს, რაც ქალს სურს. მაგრამ არავითარი ურთიერთობა არ აეწყობა, როცა ადგილი აქვს შანტაჟს.
4. ქალი, რომელიც გამუდმებით იტანჯება
როცა ქალს გამუდმებით დახმარება და შველა სჭირდება, ეს მამაკაცისთვის ზედმეტად არარეალური და დამღლელია.
5. როცა ქალი ყოველთვის ეფლირტავება, მაგრამ ბოლომდე არასდროს უშვებს
აქ საქმე არა მხოლოდ სექსში, არამედ საერთოდ ურთიერთობაშია. დასაწყისში კარგია, მაგრამ მოგვიანებით მოსაბეზრებელი. მსგავსი საქციელი დაახლოების საშუალებას არ მოგცემთ, მამაკაცი თავს დაუკმაყოფილებლად იგრძნობს, ქალი კი მარტო.
6. როცა ქალს თავი პრინცესასავით მოაქვს
სურს, რომ მისით აღტაცებული და აღფრთოვანებულები იყვნენ. ამით მხოლოდ საკუთარ ბედნიერებასა და ახლო ურთიერთობებს უშლის ხელს.
ნებისმიერი ქალი, დროდადრო მოცემული ჩამონათვალიდან ერთ-ერთს მაინც ასრულებს, მაგრამ თუ ჩვევად გექცათ, დროა შეწყვიტოთ, რადგან ეს კარგს ვერაფერს მოგიტანთ.
ნაოკო ვატანაბე