თუ "ბულავკა" მამაკაცმა უნდა გამოიყენოს, შეიძინეთ მამაკაცის დღეებში - ორშაბათი, სამშაბათი და ხუთშაბათი, ქალი გამყიდველისგან. ხოლო თუ ქალს სჭირდება - ოთხშაბათს, პარასკევს და შაბათს - მამაკაცი გამყიდველისგან, ან ქალისგან, რომელიც მყიდველზე უფროსია.
ბავშვისთვის - შეიძინეთ მხოლოდ კვირას, ნებისმიერი გამყიდველისგან.
ცუდი ენერგეტიკისგან დასაცავად "ბულავკა" ტანსაცმელზე უნდა ატაროთ, ქვემოთ მიმართული.
თუ "ბულავკა" გაშავდა უნდა გადააგდოთ, გამდინარე წყალს გაატანეთ, რადგან ნეგატიური ენერგეტიკისგან დაიტვირთა და სასარგებლო თვისებები დაკარგა.
გახსნილი "ბულავკა" იმაზე მეტყველებს, რომ შეხვდით ადამიანს, რომელიც თქვენზე ცუდად მოქმედებს, ამიტომ ის მიწაში უნდა ჩამარხოთ.
თუ "ბულავკა" დაიკარგა, ე.ი. ვეღარ დაგეხმარებათ. ახალი უნდა შეიძინოთ.
ახლადდაქორწინებულებს, დედებმა უნდა დაუმაგრონ "ბულავკა" - ბიჭს შარვლის ქამარზე, გოგონას კაბის კიდეზე.
თუ "ბულავკის" გამოყენება სახლის დასაცავად უნდა გამოიყენოთ, მიამაგრეთ ფარდას ისე, რომ არ ჩანდეს, ბოლოში, სადაც იატაკს ეხება. ეს თქვენს სახლს სტუმრების უარყოფითი ენერგეტიკისგან დაიცავს.
თუ სიზმრების გჯერათ და "ბულავკა" დაგესიზმრათ - ეს მიგანიშნებთ, რომ მალე ინტრიგის ეპიცენტრში მოხვდებით, რომელიც თქვენივე უფროსის მოწყობილი იქნება.
ნაოკო ვატანაბე