29 ივნისი, 2016
5 რამ, რასაც ფოტო არ უნდა გადაუღოთ
ცოდნა იმაზე, თუ რას ან ვის არ უნდა გადაუღოთ სურათი, მომავალში დიდ პრობლემებს აგარიდებთ. ნუ ჩააგდებთ საკუთარ თავსა და თქვენს ახლობლებს საფრთხეში და გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები:

1. სურათი არ უნდა გადაუღოთ მძინარე ადამიანს

ეს განსაკუთრებით ახალშობილებსა და მცირეწლოვან ბავშვებს ეხება, რადგან უფრო მგრძნობიარეები არიან. მათ სუფთა სხეულში ადვილად დამკვიდრდება ბოროტი სულები. როცა თვალები გახელილი გაქვთ ეშმაკი ვერ გიახლოვდებათ, რადგან როცა უყურებენ უძლურნი არიან, ამიტომ ძილის დროს არ გშორდებათ. ფოტოს გადაღებისას კი ზღვარს შლით, ეშმაკებსა და მოჩვენებებს
ადამიანის ენერგეტიკასთან მიახლოვების უფლებას აძლევთ.

2. ნუ გადაუღებთ თქვენს გამოსახულებას სარკეში

სხვადასხვა კულტურები და რელიგიები ირწმუნებიან, რომ სარკე მაგნიტივით იზიდავს ბოროტ სულებს. სარკე თავისმხრივ ნეგატიური ენერგიის დამგროვებელია, კავშირი ჩვენსა და მოჩვენებებს შორის. ამიტომ გახსოვდეთ, სარკეში სურათის გადაღებისას ძალიან ახლოს ხართ ყველაფერთან, რაც მოჩვენებებსა და ამ სამყაროს უკავშირდება. მსგავსი ფოტოები უნდა გადაყაროთ.

3. არ შეიძლება გარდაცვლილი ადამიანისთვის სურათის გადაღება

თუ მიცვალებულ ადამიანს სურათს გადაუღებთ, ამით მის სულს სიმშვიდეს სამუდამოდ დაუკარგავთ. მისი სული იმ ადგილას დარჩება, სადაც სხეული იყო. და თუ სული გაბრაზებულია, სახლში უცნაური მოვლენები ხდება. როცა მსგავსი ფოტოებს მაინც იღებთ, სხვა სურათებისგან მოშორებით შეინახეთ.

4. არ შეიძლება შავი კატების გადაღება

დიახ, კატები სახლის ენერგეტიკას ასუფთავებენ და საყვარელი შინაური ცხოველები არიან, მაგრამ ადვილად შეპყრობადია, ამიტომ მძინარე, შავი კატების გადაღება ორმაგად საშიშია. როგორც უკვე განვმარტეთ, დემონები მძინარე არსებებს უახლოვდებიან, კატები კი დაუცველები არიან და პარანორმალური ძალების ზემოქმედების ქვეშ ადვილად ექცევიან.

5. არ შეიძლება სურათის გადაღება მიტოვებულ ადგილებსა და სახლებთან

აქ უარყოფითი ენერგეტიკა ტრიალებს. თუ მსგავსი ფოტოები მაინც გადაიღეთ შეინახეთ არასაცხოვრებელ ადგილებში და თვალსაჩინო ადგილას ნუ დადეთ.

შეგახსენებთ- ნუ მისცემთ საკუთარ სურათებს მათ, ვისთანაც ცუდი ურთიერთობა გაქვთ ან ამ ადამიანს იცნობს, რათა ჯადო არ გაგიკეთონ. გარდა ამისა, სოციალურ ქსელში დამალეთ ფოტოები და მხოლოდ ძალიან ახლო მეგობრებისა და ახლობლებისთვის გამოაქვეყნეთ. სახლში ნუ შეინახავთ იმ ადამიანის სურათს, ვინც გძულთ ან ვისაც სძულხართ. თქვენი მტრები განწყობას გაგიფუჭებენ.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ავტორებს
ნუ გაკლიათ
13:36 / 30-06-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS