ვერძი
თუ მიზანი ყოველთვის გეცლება ხელიდან, ისე დაიჭირე თავი, თითქოს მისი შესრულების მიმართ ინტერესი დაკარგული გაქვს და მაშინ, ძალიან მალე მიიღებ საწადელს. მაგრამ ეს ხერხი არ გამოდგება პირადი ურთიერთობისას - საყვარელი ადამიანის გულისთვის, საკუთარი პრინციპების გადალახვა და შეუძლებლის გაკეთება მოგიწევს.
კურო
არ მოაჩვენო გარშემომყოფებს თავი ისე, თითქოს ყველაზე ჭკვიანი ხარ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მართალი ხარ, სხვებს არ სიამოვნებთ ამ სიმართლის მოსმენა. შენ ლიდერის პოზიციას სხვა უნარების
ტყუპები
ბედი არ ჩქარობს შენი "შეკვეთის" შესრულებას, შენ კი მას აჩქარებ. თუ არ გინდა, რომ ცუდი შედეგი მიიღო, ისწავლე მოთმინება. გაერთე საზაფხულო რომანით, ან სწავლა დაიწყე. შეადგინე შეხვედრების გრაფიკი მეგობრებისთვის. უკვე დროა, გაიხსენო ისინი და რჩევის კითხვაც არ გაწყენდა.
კირჩხიბი
ყველას შეუძლია შენგან თავშეკავებულობა და დიპლომატია ისწავლოს. შენ გრძნობ ნიუანსებსაც კი, როცა საქმე სხვის გრძნობებს ეხება, ამიტომ ფრთხილად იყავი სიტყვებთან, მაგრამ არა იმდენად, რომ სიმართლე შეალამაზო. შენ მიზანმიმართული ხარ კარიერაში, მაგრამ ზედმეტად კაპრიზული ურთიერთობაში. ერთი შეხედვით, რბილი და დაუცველი ჩანხარ, მაგრამ იმისათვის, რომ მამაკაცი შენამდე მოვიდეს, შენი უხილავი კედლის ნაგრევა უწევს იმისთვის, რომ დაგიმტკიცოს გრძნობები. შენ გიყვარს მოგზაურობა და კომფორტი ოჯახში. კირჩხიბებს ყველაზე მეტად სჭირდებათ შთაბეჭდილებები.
ლომი
ურთიერთობაში ლომი პუნქტუალურია. ის ხან წერტილს სვამს, ხან მძიმეს შემდეგ ელოდება ურთიერთობის გაგრძელებას. შენ სურვილების კონფლიქტი გაქვს. გინდა მზეზე წამოწოლა, მოვლენები კი მომენტალურ მოქმედებას მოითხოვს. წადი კომპრომისზე იმისათვის, რომ დაისვენო ისე, როგორც გინდა და არ გაუშვა შენი შანსი.
ქალწული
შენ მნიშვნელოვანი რჩევების კოლექციას აგროვებ, თუმცა არც ერთ მათგანს არ იყენებ. ნუ ელოდები განსაკუთრებულ ნიშანს იმისათვის, რომ დილაობით სპორტით დაკავდე. თუ სერიოზული გადაწყვეტილებების მისაღებად ძალა გჭირდება, გამოიყენე შვებულება.
სასწორი
გინდა, რომ მიაღწიო მიზანს? არ განიხილო გეგმები სხვებთან. შენ აშკარად დროის დეფიციტი გაქვს, მაგრამ ის საკმაოდ ბევრი გექნება, თუ ზედმეტ ლაპარაკს გადაეჩვევი. სასიყვარულო ურთიერთობაში კი კონკრეტული და პირდაპირი იყავი. იხილეთ სრულად