29 ივნისი, 2016
რატომ უნდა დაუჯეროთ ქმარს?
"ჩემს ცხოვრებაში ძლიერი და ჭკვიანი მამაკაცი რომ ყოფილიყო, აუცილებლად მოვუსმენდი მას" - ამ ფრაზას მოისმენთ, როგორც დაოჯახებული, ისე თავისუფალი ქალებისგან. ეს კი ამტკიცებს, რომ არსებობენ მამაკაცები, რომლებსაც უსმენენ და რომლებსაც არ უსმენენ.
მაგრამ ვიდრე ასეთი მამაკაცი გამოჩნდებოდეს, უმჯობესია საკუთარი თავისგან დაიწყოთ და გარშემომყოფებს შეუქმნათ ისეთი პირობები, რომ ასეთებად იქცნენ.

რა სარგებელი მოაქვს ცოლის მიერ ქმრის მოსმენას?

მამაკაცების უმრავლესობამ დიდ კარიერულ წინსვლას მიაღწია, როცა ქალმა ერთი მარტივი პირობის შესრულება - მამაკაცის მოსმენა დაიწყო. ეს მტკიცე ქორწინების
უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

მოსმენა - პატივისცემისა და სიყვარულის გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა
როცა ცოლი ქმრის თხოვნას ასრულებს, ამით სხვების თვალში მის ავტორიტეტს ამაღლებს, ხდება თავდაჯერებული და ძლიერი. კოლეგები პატივს სცემენ.

თუ არ გყავთ ქმარი, რომელსაც შეიძლება მოუსმინოთ...
ქალები ხშირად ადანაშაულებენ მამაკაცებს დაუდევრობასა და უპასუხისმგებლობაში, მაგრამ განვითარების საშუალებას თავად აძლევენ. მამაკაცს გამოცდილება, შეცდომები სჭირდება, ამიტომ მიეცით შეცდომების დაშვების უფლება, მხოლოდ მაშინ შეძლებს განვითარებას და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას.

როგორი გრძნობით უნდა მოუსმინოთ ქმარს?
ზოგიერთი ქალი ქმრის მითითებებს მოუთმენლად ელის და მის ნებისმიერ სიტყვას ასრულებს, ამით სიყვარულისა და კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობს - ეს კატასტროფაა.

ასეთი ქალი პატივისცემას ვერასდროს დაიმსახურებს, მამაკაცი კი დესპოტიზმისკენ გადაიხრება.

უნდა უსმინოთ გააზრებულად, ისე როგორც ნამდვილ ლედის შეეფერება. ქმრის აზრის გათვალისწინება მონობა და დამცირება სულაც არ არის, ეს ნებისმიერი ქალის ნებაყოფლობითი არჩევანია! უნდა გაითავისოთ, რომ ქმრის მოსმენა, ურთიერთობის გაუმჯობესების გარანტია.

მოსმენის პრაქტიკა

მოსმენის პრაქტიკა განსაკუთრებით საყურადღებოა მამაკაცური ხასიათის ქალებისთვის.
ექსპერიმენტისთვის, 10 დღის განმავლობაში შეასრულეთ ქმრის თხოვნები. თუ მამაკაცი რაიმეს გაკეთებას გთხოვთ, ყველაფერი მიატოვეთ და შესრულებას შეუდექით.

დასაწყისში გაგიჭირდებათ, ამიტომ სირთულეებისთვის დილიდან განეწყვეთ. საწყის ეტაპზე ქმარს თქვენი საქციელი გააკვირვებს კიდეც, თუმცა მზად იყავით ამისთვისაც.

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS