გიყვარვარ?
მსგვასი შეტყობინება ნებისმიერ ბიჭს წონასწორობას აკარგვინებს. მას უყვარხართ და არ არის საჭირო გამუდმებით ჰკითხოთ ეს.
გამოიცანი ახლახანს ვის შევხვდი!
მამაკაცების უმრავლესობას ჭორაობა არ უყვარს, ან ამას მხოლოდ მამაკაცების გარემოცვაში აკეთებენ. ამიტომ თუ თანამშრომლის მორიგი ტანსაცმლის განსჯა მოგესურვებათ, უნდა იცოდეთ, რომ მისამართი შეგეშალათ.
ოჰ, ისეთი მთვრალი ვარ!
თქვენს პარტნიორს მთვრალი არასდროს უნახიხართ? მაშინ არც არის საჭირო ასეთ ფორმაში გიხილოთ.
ამიტომ, თუ დალევთ უმჯობესია, ტელეფონი თქვენგან მოშორებით იქონიოთ.
როგორ მიდის "მალჩიშნიკის" საქმე? რას აკეთებთ?
ყველა ადამიანს სურს ხანდახან მეგობრების გარემოცვაში დაისვენოს. ნება მიეცით საყვარელ მამაკაცს, მეგობრებთან ერთად "მალჩიშნიკზე" გაერთოს. არავითარ შემთხვევაში არ დაურეკოთ და არ გაუგზავნოთ.
შეტყობინებები კითხვებით: რა? სად? ვისთან? როდის?
აჩვენეთ, რომ ბოლომდე ენდობით, თორემ სხვა დროს თქვენი კონტროლის შიშით, მოგატყუებთ და თქვენს მოსაშორებლად სულ სხვა მიზეზს მოიფიქრებს.
აღარ დამირეკო და ნუღარ მომწერ!
სატელეფონო შეტყობინებებით ურთიერთობის განხილვა არ ღირს. ნებისმიერი საკითხის გადაჭრა ხომ მხოლოდ პირისპირაა შესაძლებელი. შეტყობინებებით კი შესაძლოა, მოსაუბრეს ძალიან აწყენინოთ, უამრავი რამ დააბრალოთ, რასაც მოგვიანებით ინანებთ.
მოკლედ, ვიდრე ხელში ტელეფონს აიღებთ და შეტყობინების გაგზავნას დააპირებთ, დაფიქრდით, ღირს კი საერთოდ ამის გაკეთება? იქნებ დაიცადოთ და საღამოს, როცა საწოლში ერთად წევხართ, საყვარელი მამაკაცის მკერდზე თავდადებულმა, მშვიდად აუხსნათ ყველაფერი, რის მიწერაც შეტყონებით გსურდათ.
ნაოკო ვატანაბე