28 ივნისი, 2016
როგორ ამოვიყვანოთ ტანსაცმლიდან რთული ლაქები - რეცეპტები, რომელიც დრომ გამოსცადა
მიუხედავად იმისა, რომ ქსოვილიდან ლაქების ამოსაყვანი სხვადასხვა თანამედროვე საშუალება არესებობს, ბევრს მაინც დროისა და ხალხის მიერ გამოცდილი რეცეპტები ურჩევნია. აი, რამდენიმე მათგანი:

ბამბის ქსოვილი

10 ლიტრი წყლისთვის დაგჭირდებათ 2-3 სადილის კოვზი სარეცხი ფხვნილი და ამდენივე სკიპიდარი. ქსოვილი ჩაალბეთ მიღებულ ნაზავში და გააჩერეთ 5 საათით. შემდეგ ჩვეულებრივ გარეცხეთ.

ცხვირსახოცები

დაბინძურებული ცხვირსახოცები ჩაალბეთ მარილიან ცივ წყალში (1 ლიტრ წყალზე 1 ჩაის კოვზი მარილი).

წინდები

ბამბის ქსოვილის წინდები უფრო სუფთა და რბილი გახდება, თუ მათ 1-1,5 საათით თბილ
მარილიან წყალში ჩაალბობთ (1ლიტრ წყალზე 2 ჩაის კოვზი მარილი).

თეთრეული

თეთრეული პირვანდელ სიქათქათეს დაიბრუნებს, თუ მას ორიოდე საათით ბორის მჟავას ხსნარში ჩაალბოთ. ამისთვის 10 ლიტრ წყალში გახსენით 1-2 სადილის კოვზი ბორის მჟავა.

უთოს ლაქა

თეთრ ქსოვილზე უთოსგან დატოვებული ლაქის მოშორებაში ჩვეულებრივი თავი ხახვი დაგეხმარებათ, საკმარისია ხახვით გაწმინდოთ დალაქავებული ადგილი და შემდეგ ჩეულებრივ გაწმინდოთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნნნია
ქონის ლაქა ჯერ სპირტით უნდა დაასველოთ, გააჩეროთ, მერე სოდა მოაყაროთ, გააჩეროთ, მერე ჭურჭლის სარეცხი სითხე წაუსვათ, გააჩეროთ და ბოლოს ჩვეულებრივად გარეცხოთ.
22:16 / 29-06-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS