28 ივნისი, 2016
დაემშვიდობეთ 90-60-90 -ს - მეცნიერებმა იდეალური ქალის სხეულის ახალი ფორმულა გამოავლინეს
აღარ არის აუცილებელი სილამაზის კლასიკურ, მკაცრ სტანდარტებს 90-60-90-ს დაემორჩილოთ და 175 სმ-მდე მიღწევაზე იოცნებოთ. ამას საკუთარ მაგალითზე, კელი ბრუკი ამტკიცებს.

ბრიტანელი მოდელისა და მსახიობის სავსე ფორმები, ტეხასის შტატის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ერთხმად აღიარეს იდეალურად. 36 წლის ასაკში, 168 სმ სიმაღლის ბრუკის პარამეტრებია - 99-63-91.

მოცემული პარამეტრების მქონე ქალები ყველაზე ქალურებად, ჰარმონიულად და ჯანმრთელად გამოიყურებიან.

ამ შედეგის მისაღებად, სპეციალისტებმა 2 ათასზე მეტი მაჩვენებელი შეადარეს, განიხილებოდა არა მარტო მკერდის სიდიდე, თეძოები და დუნდულები, არამედ ფეხის სიგრძე, ცხვირისა და
ტუჩის ფორმა, თმის სიგრძეც კი. ამ მახასიათებლების შედარების შემდეგ, კელიმ ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო და "სრულყოფილებად" დასახელდა.


მან ისეთი სუპერმოდელები დაჩრდილა, როგორებიცაა ადრიანა ლიმა და ირინა შეიკი.
კელი ბრუკი მეოცე საუკუნის ყველაზე სექსუალურ ქალად დასახელდა.

Rating

















ხოლო პირველი მისაბაძი მოდელი ისტორიაში, რომელმაც "სილამაზის ოქროს სტანდარტის" წოდება მიიღო, აფროდიტა კნიდსკაია გახლდათ - 164 სმ, პარამეტრები 94-72-96.

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS