27 ივნისი, 2016
დაიხედეთ ცერა თითზე და გაიგეთ მეტი თქვენს ხასიათზე
ბიოლოგები ამბობენ, რომ ადამიანის ხასიათს მისი თითების ფორმა და სიგრძეც ავლენს.

შეხედეთ თქვენს ცერა თითს, მოცემული ვარიანტებიდან, რომელი შეესაბამება ყველაზე მეტად თქვენსას?

A. თითის ქვედა ნაწილი ზედა ნაწილზე გრძელია

თუ მსგავსი თითი გაქვთ, თქვენ სანდომიანი ადამიანი ხართ. გამოირჩევით დაკვირვებულობით და ობიექტური ხედვა გაქვთ. ცხოვრებაში აჩქარება არ გიყვართ და ნელ რიტმს არჩევთ. ადამიანი, რომელიც თქვენგან ძალიან ბევრს ითხოვს, პარტნიორად არ გამოგადგებათ. იმ ადამიანთა ჯგუფს მიეკუთვნებით, რომელსაც ურჩევნია "შესაძლებლობა ხელიდან გაუშვას", ვიდრე გაუგებარ და მიუღწეველ ჰორიზონტებს გამოედევნოს.

B. თითის
ორივე ნაწილი თანაბარია

ძალიან პრაგმატული ადამიანი ხართ. მოგწონთ, როცა ცხოვრება გეგმებით სავსეა და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. თავს მშვიდად მხოლოდ ამ შემთხვევაში იგრძნობთ. არ ხართ ადამიანი, რომელიც თავს უფლებას აძლევს "ერთი დღით" იცხოვროს. გრძნობების გამხელა მაშინვე არ გიყვართ, ყოველ შემთხვევაში მანამ, ვიდრე ბოლომდე არ დარწმუნდებით მასში.

გარდა ამისა, საკმაოდ მისტიკური, ცნობისმოყვარე და საინტერესო ადამიანი ხართ. თქვენთან საუბარი ნამდვილად ღირს.

С. თითის ზედა ნაწილი ქვედაზე გრძელია

როცა ცერა თითს მართავთ და აშკარად ჩანს, რომ მისი ზედა ნაწილი გაცილებით გრძელია, ვიდრე ქვედა, მაშინ სიყვარულში თავი გიჟივით მოგაქვთ.

როცა შეყვარებული ხართ, სხვა ყველაფერი არსებობას წყვეტს და მზად ხართ საყვარელი ადამიანისთვის ამქვეყნად ყველა და ყველაფერი დაივიწყოთ.

ურთიერთობაში თქვენთვის მთავარი აქტიურობა და იმპულსურობაა.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS