ვერძი
ტიპიური ვერძი ძალიან შრომისმოყვარე და ენერგიულია. მთავარია, სამუშაო საინტერესო იყოს. ზოგჯერ, ვერძებს აკლიათ ნებისყოფა და ენთუზიაზმი. გრძელვადიანი პროექტები, რომლებიც დიდ დროს მოითხოვს მათთვის არ არის...
კურო
კუროს მოთმინებასა და მონდომებაში ვერც ერთი ნიშანი ვერ შეედრება. სწორედ ამიტომ, კუროები დიდ რეზულტატსაც აღწევენ. მართალია, ამაზე დიდი დრო ეკარგებათ, მაგრამ სამაგიეროდ გამოცდილებას და ცოდნას აგროვებენ.
ტყუპი
ორატორობა და პუბლიკის წინაშე გამოსვლა სიტყვით - ტყუპების საქმეა! ამაში მას ბადალი არ ჰყავს. ტყუპებს ნებისმიერ ადამიანთან შეუძლიათ მოლაპარაკება. რუტინული და ერთფეროვანი სამუშაო მათთვის მტანჯველია, ამიტომ უმრავლესობა ისეთ სფეროს ირჩევს, სადაც ადვილია განვითარება და წინსვლა.
კირჩხიბი
კირჩხიბები როგორც წესი, არ ახმაურებენ თავიანთ გეგმებს. მათ ურჩევნიათ რაღაცას დამოუკიდებლად და კონკურენციის გარეშე მიაღწიონ. მუშაობენ განწყობის მიხედვით. შეიძლება ერთ დღეს 24 სთ იმუშაონ, მეორე დღეს თავისუფლად გააცდინონ სამსახური და სახლში დარჩნენ.
ლომი
ლომი დიდი ენთუზიასტია. ის თავის ენთუზიაზმს სხვებსაც გადასდებს. ეს იქამდე გრძელდება, სანამ სიზარმაცის პერიოდი არ დაუდგება. ასეთ დროს, მას შეუძლია ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეც მიატოვოს. ლომები ხშირად შესანიშნავი ორგანიზატორები არიან.
ქალწული
ქალწული სამუშაოს ყოველთვის გულმოდგინედ და დეტალურად ასრულებს. ამაში მას ბადალი არ ჰყავს. ისინი ყოველ წვრილმანს ხედავენ და ითვალისწინებენ. საქმეს კი იდეალურად ასრულებენ. იხილეთ სრულად